სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტლებით,
თბილისში ექვს აფთიაქს ლიცენზია ჩამოერთვა. გადაწყვეტილება შესაბამისმა
კომისიამ აფთიაქების სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღო, იუწყება მედიანიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ლიცენზიის ჩამორთმევამდე აღნიშნულ ფარმაცევტულ დაწესებულებებს სხვადასხვა დარღვევების გამო ჯარიმების გადახდა სამჯერ მოუწიათ, _ იუწყება `რუსთავი 2~.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების განყოფილების წარმომადგენლის დავით მჭედლიშვილის თქმით, ექვს ფარმაცევტულ დაწესებულებაში სამართალდარღვევის ფაქტები ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა.
,,გამომდინარე აქედან ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად სააგენტოს უფროსოს ბრძანების საფუძველზე ანიშნულ ექვს აფთიაქს ავტორიზებული აფთიაქისა და მეორე ჯგუფის აფთიაქის ნებართვები გაუუქმდა“, _ განაცხადა დავით მჭედლიშვილმა.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ სექტემბერში სულ 30 აფთიაქი შეამოწმა.
სააგენტო აფთიაქებს სისტემატურად ამოწმებს. ყველაზე ხშირად აფთიაქებში დარღვეულია რეცეპტების გარეშე კონკრეტული პრეპარატის გაყიდვის წესი. ასევე არის შემთხვევები, როდესაც აფთიაქებში სარეალიზაციოდ გამოტანილი აქვთ საქართველოში არალიცენზირებული წამლები.
Related Stories