ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ფარმაცევტულ ბაზარზე ,,რინგერი“ სერიით: 10 32 905 B აიკრძალა

09/01/2012 12:49 (135 დღე 14:53 minutes ago)

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე საინფუზიო ხსნარი ,,რინგერი“ სერიით: 10 32 905 B აიიკრძალება, იუწყება მედიანიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მისი ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღების გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შესაბამისი შემოწმების საფუძველზე მიიღო.

მათი ინფორმაციით, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ პრეპარატი არასტერილურია და არ აკმაყოფილებს სამედიცინო სტანდარტებს.

,,დადგინდა, რომ აღნიშნული პრეპარატი არ აკმაყოფილებს  სახელმწიფო ფარმაცევტულ მოთხოვნებს. კერძოდ, არასტერილურია. აღნიშნულის შესახებ იმპორტიორი ფარმაცევტული კომპანია  შპს ,,ტონუსის“ მიმართ სააგენტოს მხრიდან გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიებები“, _ განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის უფროსმა  დავით მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, აღნინშული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია შეჩერდა. ის უკვე გამოთხოვილია  ფარმაცევტული ბაზრიდან.

პრეპარატი შოკის ოპერაციებისა და მოწამვლის დროს გამოიყენება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group