
ევროს კურსის ვარდნა ევროპული ავტომობილ ების და ტანსაცმლის შემდეგ მედიკამენტების ქართულ ბაზარზეც აისახა, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისი“–ში აცხადებენ, ფასები იმპორტირებულ საქონელზე დინამიურად კლებულობს.
მენეჯმენტის ინფორმაციით, ევროზონის კრიზისის ფონზე ევრო უფასურდება და კურსთა შორის სხვაობა აფთიაქების ქსელში წარმოდგენილ საქონელზე აისახება. თუმცა, სრულად როდის გაჯერდება ქსელი ახალი კურსით შეძენილი პროდუქციით, ჯერჯერობით პროგნოზი კომპანიაში არ კეთდება. „ჯიპისი“–ში წარმოდგენილი პროდუქციის 80%–ს ევროპიდან იმპორტირებული საქონელი წარმოადგენს.
ევროპული წარმოების პროდუქცია ასევე გაიაფდა „პეესპეს“ ქსელში. კომპანიის დამფუძნებელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ევროს გაუფასურება პირდაპირპროპორციულად აისახება „პეესპე“–ში ევროპიდან შემოტანილი საქონლის ფასზე. მისივე თქმით, ამჟამად ქსელში ევროთი შეძენილი პროდუქცია 5-10%–ით არის გაიაფებული. „პეესპე“–ში ევროპულ მედიკამენტებს 40% უჭირავს.
Related Stories