IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან


Thursday, May 24, 2012
News Making Money

უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებმა ჩვენება მისცეს

26/03/2010 14:32 (789 დღე 13:11 minutes ago)

ხუთშაბათს ქართველ გამომძიებლებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებმა ჩვენება მისცეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 ხუთშაბათს ქართველ გამომძიებლებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებმა ჩვენება მისცეს.
ხაჩიროვის, ხუგაევის და პლიევის დედები გორში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების შუამავლობით ჩამოვიდნენ. ისინი მოწმის სტატუსით დაკითხეს. მთელი დღის განმავლობაში ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დაკარგულთა დედების დაკითხვა გორის პროკურატურაში მიმდინარეობდა. რადიო თავისუფლებამ ვერც პროკურატურასა და ვერც სამხარეო პოლიციაში დაზარალებულები ვერ იპოვა, სამართალდამცავები მაქსიმალურად ცდილობდნენ ჟურნალისტებისგან მათ დამალვას. ინფორმირებულმა წყარომ რადიო თავისუფლებას მხოლოდ დღის ბოლოს აცნობა, რომ ისინი ქალაქის პოლიციის სამმართველოში დაკითხეს. დაკითხვას ესწრებოდნენ ჰამარბერგის მიერ მოწვეული ფრანგი და ავსტრალიელი ექსპერტებიც, რომლებმაც საგამოძიებო საქმიანობა ცხინვალშიც ჩაატარეს - დაკითხეს მშობლები, ნათესავები და თვითმხილველები. ჩვენს რადიოსთან საუბარში დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველმა დავით სანაკოევმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულთა მოძიების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტებისა და საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ კომიტეტის ჩართვის შემდეგ პროგრესი იქნება.

ცხინვალისკენ დაბრუნებული დაკარგულთა დედები საღამოს 8 საათისთვის ერგნეთის საგუშაგოზე გამოჩნდნენ. მათ საერთაშორისო ექსპერტები, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენლები და ქართველი პოლიციელები აცილებდნენ. ექსპერტებმა და ჰამარბერგის ოფისის წარმომადგენლებმა კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

რადიო თავისუფლებამ მიკროავტობუსში მყოფი დაკარგულთა დედების ჩაწერა სცადა, მაგრამ პოლიციელებისგან წინააღმდეგობას შეხვდა. ისინი აუდიოტექნიკის ჩამორთმევით იმუქრებოდნენ.

ხაჩიროვს, ხუგაევს და პლიევს კოკოითის ხელისუფლება ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს, ქართული მხარე კი მათ უგზო–უკვლოდ დაკარგულებად თვლის. სამი ოსი ახალგაზრდა 2008 წლის 13 ოქტომბერს სოფელ კორკულასთან დაიკარგა. ოსური მხარე სულ 7–ს, ქართული მხარე კი 37 დაკარგულს ეძებს.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.  




 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (11:44 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება

23/05/2012 15:00 (12:43 minutes ago)

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში  საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group