”თურქეთმა შეერთებულ შტატებთან თავდაცვითი, ენერგეტიკული და სავაჭრო
კავშირების განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც
კონგრესის კომიტეტმა ოსმანთა იმპერიის დროინდელი სომხების მკვლელობებს
„გენოციდი“ უწოდა” – განაცხადა თურქეთის საგარეო ვაჭრობის სამინისტრომ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
”თურქეთმა შეერთებულ შტატებთან თავდაცვითი, ენერგეტიკული და სავაჭრო კავშირების განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კონგრესის კომიტეტმა ოსმანთა იმპერიის დროინდელი სომხების მკვლელობებს „გენოციდი“ უწოდა” – განაცხადა თურქეთის საგარეო ვაჭრობის სამინისტრომ.
ზაფერ ჩაგლაიანმა, რომელმაც აშშ-ში ორი ვიზიტი გააუქმა (ჯერ თებერვალში და შემდეგ ამ თვეში), განაცხადა, რომ – „ამ ეტაპზე ყველა ნაბიჯი შეჩერებულია“.
ამერიკის მიმართულებით ახალი ეკონომიკური ინიციატივების შეჩერება, მკვეთრი კონტრასტია იმ ფონზე, როდესაც თურქეთი მთელი ძალით ავითარებს ურთიერთობებს მის ჩრდილოელ და აღმოსავლელ მეზობლებთან. ამ მიმართულებებით ის ცდილობს უფრო მჭიდრო ინტეგრაციას რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცების ფარგლებში. რუსეთთან კავშირების შესახებ ჩაგლაიანმა აღნიშნა – ”თურქეთი და რუსეთი ახლო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორივე ქვეყანა მიისწრაფვის ეკონომიკური და კომერციული კავშირების განვითარებისკენ”.
ვაშინგტონი დიდხანს განიხილავდა თურქეთს საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ ენერგეტიკის, ავღანეთისა და ერაყის საკითხებში.
თუმცა ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მოიცავს ამერიკის მხრიდან თურქეთისთვის იარაღის და აეროკოსმოსური ტექნიკის მიყიდვას – დისბალანსი, რომლის კორექტირების იმედიც ანკარას ჰქონდა. ბატონი ჩაგლაიანის წინაშე აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამა ს მხრიდან შეთავაზებული „სამაგალითო პარტნიორობის“ ფარგლებში ეკონომიკური კავშირების განვითარების ამოცანა იდგა.
„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამერიკა სასურველ ზომებს მიიღებდა… ამ სამაგალითო პარტნიორობის კონტექსტში“ – The Financial Times-ს განუცხადა ბატონმა ჩაგლაიანმა.
ამერიკულმა ორგანიზაცია ამერიკულ-თურქულმა საბჭომ, რომელიც თურქეთთან კომერციული, თავდაცვითი და კულტურული კავშირების განმტკიცებაზე მუშაობს გადადო ყოველწლიური კონფერენცია, რადგან ანკარამ საზოგადო მოღვაწეებს და საქმოსნებს განუცხადა, რომ ის კონგრესის კენჭისყრის გამო ამერიკაში ოფიციალური ვიზიტების შემცირებას აპირებს.
ცოტა ხნით ადრე, თურქეთმა პირველად პირდაპირ დაიწყო პრეტენზიის გამოხატვა დასავლეთისგან ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე. მან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.
ანკარას მთავრობა, რომელიც 50 წლის განმავლობაში მსფ-ს ყველაზე ხშირი და კრიზისებისადმი მიდრეკილი კლიენტი იყო, განაცხადა, რომ მას „ფეხზე დგომა დამოუკიდებლად“ შეუძლია.
Hürriyet Daily News-ის ავტორი სემიჰ იდიზი წერს – „თურქეთი… ახლა საკუთარი მოკავშირეების და პარტნიორებისგან გაცილებით მეტად დამოუკიდებლად მოქმედებს, პარტნიორებს ასევე ეძებს მსოფლიო ს სხვა ადგილებში“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები „აშკარად ასახავენ თურქეთის მისწრაფებას გახდეს დამოუკიდებელი, დასავლეთის ვალდებულებებისგან თავისუფალი მოთამაშე“.
ანკარა სხვა განვითარებად ეკონომიკებთანაც ამყარებს კავშირებს. ენერგეტიკის მინისტრმა თანერ ილდიზმა ამ თვეში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც სამხრეთ-კორეულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიას შავი ზღვის სანაპიროზე ატომური ელექსტროსადგურის აშენების შესაძლებლობას აძლევს. თურქეთს ღია ტენდერი არ ჩაუტარებია.
ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთანაც. „გენოციდზე“ კენჭისყრის მეორე დღეს, მოსკოვს ბირთვული პროექტის და ნავთობსადენებზე მთელი რიგი შეთანხმებების განსახილველად თურქი დიპლომატები ეწვივნენ. მაისში თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევი ს ვიზიტი იგეგმება.
ეს იმის „სიგნალი“ გახდა, რომ „თუკი მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდება, თურქეთი რუსეთთან კავშირებს განამტკიცებს“ – წერს სტამბულის ანალიტიკური ცენტრის Edam-ის ხელმძღვანელი სინან ულგენი.
„მე მსურს იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ თურქეთს და რუსეთს შორის ძალიან გულწრფელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა“.
თურქეთის ახალი ეკონომიკური კავშირები და მისი დიპლომატიური ჰორიზონტის გაფართოვება აუცილებლად არ გულისხმობს მისი ტრადიციული დასავლური ორიენტაციის შესუსტებას.
ევროკავშირთან მეზობლობის და მასთან საბაჟო კავშირის წყალობით, ევროპა თურქეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრად რჩება, რომელზეც მისი ექსპორტის დახლოებით 60% გადის.
თურქეთის მთავრობა ენერგეტიკის სფეროში უპირატესობას ანიჭებს ქვეყნისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენებას და მონაწილეობს როგორც დასავლურ პროექტებში, კერძოდ „ნაბუქო“-ს მილსადენის პროექტში, რომელმაც ევროკავშირს კასპიის და ერაყის გაზი უნდა მიაწოდოს, ასევე რუსულ პროექტებშიც.
იმავდროულად, ბევრს ვაშინგტონში მიაჩნია რომ თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რომლის არამუდმივი წევრიც ის არის, მხარს არ დაუჭერს ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.
ფილიპ გორდონმა, ამერიკის ადმინისტრაციაში თურქეთთან კავშირების ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მომხრემ განაცხადა, რომ ანკარა „ყველაფრის ფასად“ მეზობლებთან პრობლემებს არ უნდა გაურბოდეს.
თურქი პოლიტიკური მიმომხილველი მეჰმეტ ალი ბირანდი აღნიშნავს, რომ აშშ-ს და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2008 წელს დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც რუსულ-თურქული ბრუნვა ამ მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.
და საბოლოოდ ის სვამს კითხვას, რომელი პარტნიორობა უფრო მტკიცეა: „ის, რომელიც ფურცელზე არსებობს ლოზუნგით „სტრატეგიული პარტნიორობა“ და ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს, თუ ის რომლის უკანაც 50-დან 100 მილიარდ დოლარამდეა“.
Related Stories