ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

საქართველოს პრეზიდენტმა CNBC-ის ინტერვიუ მისცა

28/10/2010 13:23 (573 დღე 14:21 minutes ago)

- მოგესალმებით. თქვენ ახლო აღმოსავლეთის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის წევრი ხართ?

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 - მოგესალმებით. თქვენ ახლო აღმოსავლეთის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის წევრი ხართ?

- მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმეზობლობთ ფართო რეგიონთან ახლო აღმოსავლეთში და ამ რეგიონიდან ბევრი ინვესტორი გვყავს. საქართველოში ისინი თავს ძალზე კომფორტულად გრძნობენ და მეორეც, ეს ერთ-ერთი ზოგადი ცნებაა. გუშინ ფორუმის პანელზე ვიმყოფებოდი, სადაც შეკითხვა დასვეს: რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ რეგიონი წარმატებული გახდეს? პრინციპში, ცხრა ან ათი მაჩვენებლიდან ჩვენ თითქმის ყველას ვაკმაყოფილებდით.  ანუ ვგულისხმობ იმას, რომ სწორ გზას ვადგავართ. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ბიზნესი ს კეთების სიმარტივის მხრივ, ცენტრალურ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ჩვენ პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ ვიყავით ასი მაჩვენებლის ქვემოთ, ახლა კი მსოფლიო მასშტაბით, მეთერთმეტე ადგილს ვიკავებთ და ვიმედოვნებთ, რომ სულ რამდენიმე დღეში პირველ ათეულში მოვხვდებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით, ასევე სხვა მაჩვენებლებით, ევროპაში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც სწორად იქცევა და, პრინციპში, ვხდებით უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რომელიც უმოკლეს გზას იკვლევს ჩრდილოეთ ჩინეთისაკენ, ცენტრალური აზიისა და უმეტესი ევროპული ქვეყნებისკენ, ასევე, ნახევრად - სამხრეთსა და ჩრდილოეთისკენ. 


- რას გვეტყვით იმ პროექტებზე, იმ მოვლენებსა და იმ პარტნიორებზე, რომლებსაც თქვენ ახლა ეცნობით, იმ ცალკეულ სფეროებზე, რომლებიც თქვენ ამ მომენტისათვის გაინტერესებთ - საუბარია ახლო აღმოსავლეთის მოთამაშეებზე...


- უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი ეკონომიკა. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, მაგრამ ის მდებარეობს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან ადგილას. ასე რომ ინვესტორები შემოდიან ინფრასტრუქტურის, ტურიზმის სფეროებში, ენერგო სექტორში, ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში. საქმე იმაშია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, ამ წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 6 პროცენტი, მომავალ წელს, ვიმედოვნებ, რომ ეს მაჩვენებელი 7-8 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო შემდეგ ისევ დავუბრუნდებით ორნიშნა რიცხვს, ისევე, როგორც კრიზისამდე გვქონდა. კრიზისმა ჩვენც ნამდვილად დაგვაზარალა, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები.

80 პროცენტი ეს ინვესტიციების დამსახურებაა. საქართველო უდიდესი პოლიტიკური კორიდორი იყო წარსულში და ახლაც არის. თუკი ხალხი კვლავ მოდის ინვესტიციის ჩასადებად, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო ადგილია და ეს არის რეგიონის ტურისტული ცენტრი. აქ ხდება რამდენიმე ფაქტორის შერწყმა - მარტივი და უსაფრთხო ადგილია საცხოვრებლად და ხუთჯერ ნაკლებია კრიმინალი, ვიდრე რუსეთსა და უკრაინა ში. აშშ-მ თქვა, რომ ჩვენ ვართ მეორე ქვეყანა ევროპაში უსაფრთხო გარემოს თვალსაზრისით. საქართველო ლამაზი და კარგი ადგილია.


- როგორ მიგაჩნიათ სად ვიმყოფებით ჩვენ აღდგენის გლობალურ ეკონომიკურ ციკლში? ჩვენ ვსაუბრობდით ამ რეფორმების შესახებ...


- ხალხს ეს ხშირად სჩვევია, მაგრამ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ნაადრევი დასკვნების გამოტანის. ერთი რამ ცხადია - ქვეყანა ვითარდება ძალიან კარგად. არის ქვეყნები, რომლებმაც დიდად იზარალეს კრიზისის გამო და ამიტომ ინფრასტრუქტურასა და ბევრ სხვა სექტორებში ფასები საგრძნობლად გაიზარდა.

ახლა შეხედეთ ჩემს ქვეყანას: ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისაგან გამოვიარეთ სრულმასშტაბიანი ემბარგო ვაჭრობის თვალსაზრისით, სრულმასშტაბიანი ენერგო-ემბარგო ელექტროენერგიის ექსპორტზე. ახლა კი ჩვენ მის არათუ იმპორტს, არამედ ექსპორტს ვახორციელებთ - ამ სრულმასშტაბიანმა ემბარგომ ჩვენი ეკონომიკა დივერსიფიცირებული გახადა. შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ კრიზისი და ზრდა მაინც გვაქვს. აი რაშია საქმე - ჩვენ გავხადეთ ჩვენი მთავრობა ეფექტური. ის ხალხი, ვინც შემოდის ამ რეგიონში და ვინც ამბობს, რომ მას აქვს პრობლემა, ჩვენ უნდა გავუმარტივოთ ეს სირთულეები, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეფექტიანობასა და მომავლის გრძელვადიან პერსპექტივაზე. ეს ჩვენი ყველაზე საოცარი აქტივია.


 - სავარაუდოდ არ იქნება ბევრი ორაზროვნება...


- არა, ჩვენ არ გვჭირდება ორაზროვნება. ორაზროვნება ყოველთვის იყო და დღევანდელ მსოფლიო შიც არის. ამ მიზნების
მისაღწევად საჭიროა კონცენტრირებული ვიყოთ ეფექტიანობაზე.

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (11:45 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება

23/05/2012 15:00 (12:44 minutes ago)

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში  საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group