მინერალური წყლის ექსპორტი 2011 წელს 57.9 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

თბილისის მერია სამშენებლო პროექტის შეჩერებას უარყოფს

19/07/2010 12:57 (568 დღე 20:14 minutes ago)

რადიო კომერსანტის ცნობით, თბილისის მერია ძველი თბილისის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპის გაუქმებას კატეგორიულად უარყოფს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში ირწმუნებიან, რომ პროექტის მე-3 ეტაპი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა: კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება, ხოლო თავად მე-3 ეტაპი 2011 წელს განხორციელდება.

ძველი თბილისის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპის შესაძლო ჩავარდნაზე ინფორმაცია გასული კვირის ბოლოს ელექტრონულ მედიაში გაჩნდა. ამ ცნობის თანახმად, მერიის დაპირებით გულმოცემულმა კომპანიებმა რომ პროგრამის მე-2 ეტაპზე უფრო მეტი პროექტი დაფინანსდებოდა, მსხვილი პაკეტები წარმოადგინეს. თუმცა, მეორე ეტაპზე 34 მონაწილედან მხოლოდ 9 დაკმაყოფილდა, მოთხოვნილი 200 მილიონი დოლარიდან კი მერიის გარანტიით მხოლოდ 47 მილიონი ლარი გაიცემა. შედეგად გაჩნდა ეჭვი რომ მესამე ეტაპი აღარ იქნება.

შეგახსენებთ: პირველ ეტაპზე 10–მა კომპანიამ მერიის გარანტიით 53 მილიონი ლარი მიიღო.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group