ყაზახი ინვესტორები საქართველოს მთავრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ
ასრულებენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საქმე კურორტ ლიკანს ეხება, რომლის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობის ვალდებულება „ყაზმუნაიგაზმა“ ჯერ კიდევ 4 წლის წინ აიღო.
შარშან ყაზახი ბიზნესმენები ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პრეზიდენტმაც გააკრიტიკა. მიმდინარე წლის აპრილში კი ყაზახებმა პირობა დადეს, რომ მაისიდან კომპლექსის მშენებლობა ს დაიწყებდნენ და სამუშაოებს მოკლე ხანში დაასრულებდნენ. შესაბამისი შეთანხმება ყაზახეთში, საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა მიღწეული. მაშინ ლიკანის ტურისტულ კომპლექსში ახალი საკურორტო ინფასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციაც კი გაიმართა.
ადგილობრივების თქმით კი, ლიკანი ისევ დანგრეულია და იქ არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ბორჯომი–ლიკანის ყოფილი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ „ყაზმუნაიგაზ–სერვისს“ 2006 წელს 10 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავდნენ, რომ ლიკანში განხორციელებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ბორჯომის რაიონსა და მთლიანად სამცხე– ჯავახეთის რეგიონში. განცხადებების თანახმად, პირველ ეტაპზე ბორჯომი–ლიკანის კომპლექსში 350 ადამიანი დასაქმდებოდა, თუმცა დასაქმების ნაცვლად კომპლექსიდან 300 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
Related Stories