მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

უძრავი ქონების გაყიდვაზე გადასახადი არ შეიცვლება

20/07/2010 15:21 (567 დღე 17:08 minutes ago)

ხელისუფლება ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ დათმობაზე მაინც წავიდა და უძრავი ქონების გაყიდვაზე გადასახადის გამკაცრება გადაიფიქრა, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ახალი კოდექსის მეორე მოსმენით განხილვამდე მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდნენ, რომ ახალ კოდექსში დღეს მოქმედი ვარიანტი დარჩება. ანუ ქონების რეალიზაცია მხოლოდ მაშინ დაიბეგრება, თუ ის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ხნით არის.

ახალი კოდექსის თავდაპირველი პროექტით კი, თუ უძრავი ქონება საწყის ღირებულებაზე 30 ათასი ლარით ძვირად გაიყიდებოდა, 20%–იანი მოგების გადასახადით დაიბეგრებოდა. ამ ნორმას არამარტო ექსპერტულ და ბიზნეს წრეებში, დეპუტატების ნაწილშიც აპროტესტებდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეს უძრავ ქონებას გააძვირებდა. ახალ კოდექსს პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით მიიღებს, თუმცა კოდექსის საბოლოოდ დამტკიცება საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group