სააკაშვილი: არაბული გაზაფხული დაამხობს რუსეთის მთავრობას

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

უძრავი ქონება არ გაძვირდება

ავტორი ქვეყნდება რადიო კომერსანტის მიერ გაზეთ "რეზონანსის" მიხედვით

22/07/2010 12:57 (562 დღე 23:47 minutes ago)

ექსპერტებმა უძრავი ქონების გაძვირების პროგნოზები შეცვალეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ახალ საგადასახადო კოდექსში დღეს მოქმედი ვარიანტის დატოვება გადაწყდა, ანუ ქონების რეალიზაცია მხოლოდ მაშინ დაიბეგრება, თუ ის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ხნითაა.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას სფეროს ექსპერტები დადებითაც აფასებენ. გიორგი ბარვენაშვილის შეფასებით, ახალი კოდექსის ბოლო ვარიანტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოახდენს უძრავ ქონებაზე არსებული ფასების შენარჩუნებას, ახალი ფასების ფორმირება და ახალი საბაზრო პირობები კი შემოდგომაზე ჩამოყალიბდება.

„კანონპროექტში რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი. განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც მემკვიდრეობის მიღებას შეეხება. მემკვიდრეობით მიღებული ფართი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი გაყიდვას დააპირებს. ადრე გარკვეული ვადები მითითებული იყო, რა პერიოდშიც ხდებოდა მემკვიდრის მიერ გაყიდული ქონების დაბეგვრა,“ – აცხადებს ბარვენაშვილი.

მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ბუმს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ.

ექსპერტის განცხადებით, ამ ეტაპისთვის უძრავი ქონების ღირებულებამ ბათუმსა და ზოგადად შავიზღვისპირეთში უკვე მოიმატა – დაახლოებით 15%–ით. უმნიშვნელო ცვლილებები, 5–7%–ის ფარგლებში, შეინიშნება დედაქალაქშიც, თუმცა საბაზრო ფასი ჯერაც არაა ჩამოყალიბებული, რისი მიზეზიც საზაფხულო სეზონია.

ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით კი ბარვენაშვილი კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს. მისი თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც კრიზისამდე იყიდა ბინა მაღალ ფასად და ახლა ყიდის, სახელმწიფომ მოგების გადასახადი არ უნდა დააკისროს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group