საქართველოში სომხურ ყავაზე მოთხოვნა პრაქტიკულად გაქრა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

უკრაინაში მშენებლობის ნებართვების გაცემა ქართული მოდელით დაიწყება

27/07/2010 12:57 (561 დღე 05:24 minutes ago)

რადიო კომერსანტის ცნობით, უკრაინის მრეწველობისა და პოლიტიკის რეგულაციის სახელმწიფო კომიტეტი მშენებლობის ნებართვის გაცემისას ქართული მოდელით იხელმძღვანელებს. 

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი ტრეტიაკმა განუცხადა, საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემა სამ, ზოგჯერ კი ერთ დღეშია შესაძლებელი. ეს კი, ტრეტიაკის სიტყვებით, მრეწველობას სტიმულს აძლევს და მთელი საქართველო სამშენებლო მოედანს გავს.

მისივე განცხადებით, პროცედურის სიმარტივეს კორუფცია ნოლამდე დაჰყავს.

„საქართველოში ლიცენზიისა და ნებართვის აღებასთან დაკავშირებით კორუფცია ფაქტობრივად არ არსებობს, იმდენად მარტივია ეს პროცედურა. ჩვენ მივხვდით, რომ ქრთამი უბრალოდ არაა საჭირო, და ჩვენ ამ გზით წავალთ,“ – განაცხადა ტრეტიაკმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სერგეი ტიგიპკო საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ლიბერალური რეფორმების გამოცდილებას გაეცნო. იგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის, რომელიც რეფორმების გზას ადგას, ეკონომიკის მოდერნიზაციის ქართული გამოცდილება ძალიან სასარგებლოა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group