ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე აქციებს მიესალმება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

იუნესკო ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

30/07/2010 17:06 (558 დღე 00:57 minutes ago)

იუნესკო ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული ”შეუქცევადი ჩარევის” გამო, რაც ”ხელყოფს ძეგლის მთლიანობასა და უნიკალურობას.” ამ შინაარსის განცხადება იუნესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. იქვე ნათქვამია, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის წინაშე მდგარი ძეგლების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება მიღებულია ბრაზილიაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიის ფარგლებში. ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუციის თემამ საქართველოში მწვავე კამათი და დაპირისპირება გამოიწვია. სპეციალისტების ნაწილი ტაძრის ამჟამად არსებული სახით კონსერვაციას ითხოვს, ხოლო ნაწილი ძეგლის თანამედროვე მეთოდებით აღდგენას უჭერს მხარს. პრეზიდენტ სააკაშვილი ს მიერ 2009 წლის 22 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის აზრს არ შეიცვლის და ტაძრის აღდგენითი სამუშაოები არ შეჩერდება.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.  

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group