სილქნეტის სოციალური პროექტი „საშინაო სკოლა“ სილქტივი მომხმარებლებისთვის

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

"ცენტრ პოინტის“ მართვაში „დექსუსი“ შედის

07/09/2010 16:24 (518 დღე 15:14 minutes ago)

Commersant.ge-თვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ „ცენტრ პოინტის“ მართვაში კომპანია „დექსუსი“ შედის.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

 „დექსუსი“ ქართული საინვესტიციო–დეველოპერული ჯგუფია, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების – „ოპიკის“, „სითი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფული. „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის განცხადებით, „დექსუსი“ თავის დროზე ისეთი ცნობილი კომპანიების პარტნიორი იყო, როგორებიცაა ლაშა პაპაშვილის „რედიქსი“, მამუკა ხაზარაძის „ჯიარდისი“ და „გრემიკი“. რჩეულიშვილის განცხადებით, „ცენტრ პოინტმა“ „დექსუსთან“ სამწლიან ხელშეკრულებას  უკვე მოაწერა ხელი. თუმცა, თუ ეს 3 წელი კომპანიისათვის წარმატებული იქნება, „ცენტრ პოინტი“ ახალ მმართველ კომპანიასთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს.

მაია რჩეულიშვილის განცხადებით, ახალი მმართველი „ცენტრ–პოინტის“ ყველა ვალდებულებას შეასრულებს. მისი თქმით, კრიზისმა და ომმა სამშენებლო სფერო განსაკუთრებით დააზარალა და გამონაკლისი არც მისი კომპანიაა. რჩეულიშვილი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ძველ მენეჯმენტს კომპანიის მართვაში პრობლემები შეექმნა და ამიტომაც ახალი მენეჯმენტის შემოყვანა გადაწყდა.
 
ამასთან. „ცენტრ–პონტში“ აცხადებენ, რომ მათ ყველაფერი იღონეს, რომ მართვაში ქართული კომპანია შეეყვანათ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group