ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე აქციებს მიესალმება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

„ცენტრ–პოინტის“ ახალი მმართველი ვალდებულებების შესასრულებლად სამ წელს ითხოვს

08/09/2010 17:20 (518 დღე 01:40 minutes ago)

“ცენტრ-პოინტის” კლიენტებს კუთვნილი ბინების მისაღებად კიდევ სამი წელი მოუწევთ ლოდინი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

 ამის შესახებ „ცენტრ–პოინტის“ ახალი მმართველი კომპანია “დექსუსის” ხელმძღვანელი აცხადებს, იტყობინება რადიო კომერსანტი. გიორგი ქანანაშვილის თქმით, მშენებლობების განსაახლებლად ინვესტიციის ნაწილი უცხოეთიდან უკვე მოზიდულია. მისი თქმით, კომპანია ჯერ მშენებლობა ს აღადგენს და კლიენტებისგან თანხის ამოღებას მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს. ქანანაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც „ცენტრ–პოინტის“ წინაშე დარჩენილ დავალიანებას გადაიხდის, დასრულებულ ბინას მიიღებს. თავის სამომავლო გეგმებზე “დექსუსი” კვირის ბოლოს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ცენტრ–პოინტის“ მართვაში სამი წლით შევიდა, თუმცა წარმატების შემთხვევაში თანამშრომლობა შესაძლოა გაგრძელდეს.

ახალი მმართველის შეყვანა კომპანიის გადასარჩენად პანაცეა არ არის. ამის შესახებ კი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს. მისი თქმით, მთავარია, ვინ არის მმართველი და მუშაობის რა გამოცდილება გააჩნია. ინფორმაციისთვის: „დექსუსის“ ხელმძღვანელი გიორგი ქანანაშვილი წლების განმავლობაში სწორედ პაპაშვილის ბანკ „რესპუბლიკაში“ და სამშენებლო კომპანია „რედიქსში“ მუშაობდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group