
2011 წლის იანვარ-ივნისში აჭარის ა.რ.-ში უძრავი ქონების გაყიდვის 2384
ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რომელშიც ქალაქ ბათუმის წილი შეადგენს 61.4%-ს
(1464 უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქცია). ამავე პერიოდში აჭარის ა.რ.-ში უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა 2010
წელთან შედარებით გაიზარდა 16.8%-ით, ხოლო 2009 წელთან შედარებით -
1.7-ჯერ. ქალაქ ბათუმში კი მდგომარეობა შემდეგია: უძრავი ქონების
გაყიდვების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით გაიზარდა 11.0%-ით, ხოლო 2009
წელთან შედარებით - თითქმის გაორმაგდა (ზრდა 1.9-ჯერ).
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საჯარო რეესტრის ინფორმაცით, ა.წ. ივნისში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა აჭარის ა.რ.-ში 28.6%-ით გაიზარდა და შეადგინა 468 ერთეული. ზრდა დაფიქსირდა ქალაქ ბათუმშიც (31.0%-ით; 296 ერთეული).
2011 წელს როგორც აჭარის ა.რ.-ში, ისე ქალაქ ბათუმში გაყიდვებით ლიდერი თვეა მაისი (შესაბამისად 510 და 336 უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქცია).
ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გაყიდვების სტრუქტურაში ლიდერია ქალაქი ბათუმი (61.4%). მეორე და მესამე პოზიციებს ინაწილებენ ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტები (შესაბამისად 23.6% და 12.5%). ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების წილი ამ სტრუქტურაში უმნიშვნელოა და ჯამურად 2.6%-ს შეადგენს (ა.წ. 6 თვის მაჩვენებელი).
ა.წ. ივნისის თვეში ქალაქ ბათუმში პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თანაფარდობის კოეფიციენტი შეადგენს 0.135-ს. ამ თვეში განხორციელებულ 2737 სარეგისტრაციო ტრანზაქციაში 11.9%-ს (ანუ 326 ერთეული ტრანზაქცია) შეადგენენ პირველადი რეგისტრაციები, ხოლო 88.1%-ს (ანუ 2411 ერთეული ტრანზაქცია) - მეორადი რეგისტრაციები.
2011 წლის იანვარ-ივნისში აჭარის ა.რ.-ში უძრავ ქონებაზე იპოთეკის 5817 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რომელშიც ქალაქ ბათუმის წილი შეადგენს 76.1%-ს (4427 იპოთეკის ტრანზაქცია).
ამავე პერიოდში აჭარის ა.რ.-ში უძრავ ქონებაზე იპოთეკების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით გაიზარდა 65.5%-ით, ხოლო 2009 წელთან შედარებით - 3.7-ჯერ. ქალაქ ბათუმში კი მდგომარეობა შემდეგია: უძრავ ქონებაზე იპოთეკების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით გაიზარდა 58.9%-ით, ხოლო 2009 წელთან შედარებით - 3.5-ჯერ).
ა.წ. ივნისში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით უძრავ ქონებაზე იპოთეკების რაოდენობა აჭარის ა.რ.-ში 54.6%-ით გაიზარდა და შეადგინა 1248 ერთეული. ზრდა დაფიქსირდა ქალაქ ბათუმშიც (50.9%-ით; 969 ერთეული).
Related Stories