საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ბათუმში ბინებს რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის მოქალაქეები ყიდულობენ

21/07/2011 16:38 (307 დღე 11:10 minutes ago)

აჭარაში უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით 16.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2009 წელთან შედარებით - 1.7-ჯერ, იტყობინება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მონაცემებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მისივე ცნობით, ბათუმში 2011 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით, უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით  11.0%-ით გაიზარდა, ხოლო 2009 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.

ამჟამად ბათუმში 115 სამშენებლო კომპანია ოპერირებს.

აჭარის უმსხვილესი უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმი რეალთორის“  წარმომადგენლის იმედა წულუკიძის ინფორმაციით, წელს ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელმა მართლაც მნიშვნელოვნად მოიმატა. „მოთხოვნა უმეტესად, საცხოვრებელ ფართებზეა, თუმცა იყიდება კომერციული ფართებიც. ამ უკანასკნელზე ქირა უფრო სჭარბობს. რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, მშენებარე კორპუსებში ბინები თითქმის ყოველდღიურად იყიდება. ბათუმში ბინებს ყიდულობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უკრაინელები, რუსები, ყაზახები. გასაყიდი ბინების ფასი კვადრატულ მეტრზე 400 დოლარიდან იწყება და ადგილის, სართულისა და ხედის მიხედვით 2000–3000 დოლარამდე აღწევს,“– ამბობს იმედა წულუკიძე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გაყიდვების სტრუქტურაში ლიდერი  ბათუმია (61.4%). მეორე და მესამე პოზიციებს კი ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტები (შესაბამისად 23.6% და 12.5%) ინაწილებენ.  ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების წილი ამ სტრუქტურაში უმნიშვნელოა და ჯამურად 2.6%-ს შეადგენს (ა.წ. 6 თვის მაჩვენებელი). იმედა წულუკიძის თქმით, ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც გაიზარდა გაყიდვების მაჩვენებელი, თუმცა ის ბათუმის მაჩვენებელთან ვერ მოვა. ამის მიზეზი შეიძლება მშენებარე კორპუსების ნაკლებობა იყოს. „ამ ეტაპზე ქობულეთში უმეტესად სასტუმროები შენდება, საცხოვრებელი კორპუსების რაოდენობა კი შედარებით ნაკლებია,“ – განმარტავს იმედა წულუკიძე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 15:50 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group