
უძრავი ქონების სპეციალისტების თქმით, თბილისში ელიტურ საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა გაიზარდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ეკონომიკურ კრიზისამდე უძრავ ქონებაზე მოთხოვნის პიკი იყო. ბინები იყიდებოდა ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ მშენებარე იყო. აგვისტოს ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ქართულ ბაზარზე.
დღეს, ელიტური საცხოვრებელი სახლის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1,500 დოლარიდან 1,800 დოლარამდე მერყეობს, ხოლო რამდენიმე წლის წინ, მისი ფასი 1,700–2,000 დოლარამდე იყო. ეს არის გაურემონტებელი „თეთრი კარკასის“ ფასი. ერთი კვადრატული მეტრი ფართის გარემონტება 100–150 დოლარამდე ჯდება. 180–240 კვადრატული მეტრის ბინის საყიდლად და მის მოსაწყობად 400,000 დოლარია საჭირო.
გარდა ფასების შემცირებისა, საცხოვრებელი სახლის ფართიც შემცირდა. მაშინ როცა, კრიზისამდე მოთხოვნა 200–300 კვადრატული მეტრის ბინებზე იყო, ახლა მოთხოვნა 150 კვადრატული მეტრის ბინებზეა.
კრიზისამდე ეკონომ- კლასის საცხოვრებელ ფართებს ძალიან ცოტა მყიდველი ჰყავდა, ვიდრე ელიტურ საცხოვრებელ სახლებს. შეძლებულ ხალხს ისევ შეუძლია სოლიდური თანხის გადახდა მაღალი კლასის უძრავ ქონებაში.
„2008 წელს, ჩვენი კომპანიის ბინების ყველაზე მაღალი ფასი 1,500 ევრო იყო. დღეს, საცხოვრებელი სახლის ფასი, იგივე პირობებით 1,500 დოლარია,“ გვითხრა "კიდ არიტექტურის“ წარმომადგენელმა.
„ელიტური საცხოვრებელი სახლის ყიდვა უფრო მომგებიანია, რადგან უფრო მყარი და გამძლეა, ვიდრე სხვა ტიპის საცხოვრებელი ბინები,“ თქვა საინვესტიციო კომპანია „ევორდის“ წარმომადგენელმა ლილი არდაზიშვილმა. „ ეს ის პროდუქტია, რომელსაც საკუთარი მომხმარებელი ჰყავს, ის ვისაც აქვს შემოსავალი, გამოცდილება და გემოვნება. ჩვენ ყოველთვის გვეყოლება ამ ტიპის მომხმარებელი, რადგან ბიზნეს ელიტა უძრავი ქონების დაგროვებას ამჯობინებს. ეს საუკეთესო ინვესტიციაა მათთვის,“ თქვა არდაზიშვილმა.
სინამდვილეში, „რუსთაველი რეზიდენსი,“ ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომელიც ელიტური საცხოვრებელი სახლის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ეს კომპლექსი „კაპიტალ ვოსტოკის“ პირველი პროექტია საქართველოში და ქალაქ თბილისის გულში, რუსთაველის გამზირსა და საქართველოს პარლამენტის შენობას შორის მდებარეობს. ზედა მე– 11 და მე– 12 სართულებზე განთავსებულია გამორჩეული, უმაღლესი კატეგორიის „პენტჰაუსის“ტიპის ორდონიანი ბინები. თითოეული ბინის ფასი ერთი მილიონიდან – 200,000 მილიონამდეა. ამჟამად, მხოლოდ 2 „პენტჰაუსი“ იყიდება.
„მე ამ შენობაში 160 კვადრატული მეტრის ფართი მომცეს,“ თქვა ბაქრაძის ქუჩაზე არსებული ელიტური საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებელმა მანანა ჩიქოვანმა. ამ ქუჩაზე ბინა მქონდა, მაგრამ ინვესტორები მოვიდნენ, ძველი ბინა დაანგრიეს და ახალი ააშენეს. თითქმის ყველა ძველი მოსახლე ცხოვრობს ახალ სახლში. თუმცა, ზედა სართული კვლავ შენების პროცესშია და ჯერ არავინ ცხოვრობს იქ.“
ბათუმის ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია,“ ახალ ბულვართან ახლოს მდებარეობს. 12 სართულიანი თანამედროვე შენობა ბათუმის უდიდესი საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსია. „თეთრ მაგნოლიაში“ 1 კვადრატული მეტრი "პენტჰაუსის" ფასი 1,500 დოლარია.
„თეთრ მაგნოლიაში“ 860 აპარტამენტი და 79 კომერციული ფართია. სასტუმროს ტიპის კომპლექსი აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, დაცვით, ქიმწმენდის მომსახურებით.
„საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“კომპანია დექსუსს“ ეკუთვნის. დექსუსი „ცენტრ პოინტის“ 100% მმართველია. მისი მშენებლობა „ცენტრ პოინტმა“ დაიწყო და „დექსუსი“ დაამთავრებს,“ გვითხრა "დექსუსის" პიარ მენეჯერმა ნინო ნატროშვილმა.
„თეთრი მაგნოლიას“ გვერდზე კიდევ ერთი მდიდრული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს. მას „ლუჟკოვის სახლს“ ეძახიან, მოსკოვის ყოფილი მერის პატივსაცემად, რომელმაც ამ პროექტში ინვესტიცია განახორციელა. ლუჟკოვი პრორუსული პოლიტიკოსის, ასლან აბაშიძის ახლო მეგობარი იყო, რომელმაც ძალაუფლება ვარდების რევოლუციის შემდეგ დაკარგა. ამ სახლის შესახებ ინფომრაცია ბათუმის მუნიციპალიტეტში არ მოიპოვება. ის ლუჟკოვს აღარ ეკუთვნის. ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლის თქმით:
„“ლუჟკოვის სახლის“ მშენებლობა ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაიწყო. იმ დრო,ს ლუჟკოვი იყო პასუხისმგებელი ამ შენობაზე და ამიტომაც ეძახიან მას „ლუჟკოვის სახლს.“ შემდეგ ეს შენობა გადაეცა „აჭარ ინვესტს,“ რომელმაც შემდგომ სახლი სხვა კომპანიას გადასცა. ამ კომპანიამ კომპლექსი ბათუმის მერიას გადასცა და მის მფლობელობაშია 2011 წლის 7 აპრილიდან,“ გვითხრა ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი სულმანიძემ.
შთამბეჭდავი ხედები, აივნები, ტერასები – ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის დამახასიათებელი ნიშნებია. ელიტური საცხოვრებელი სახლის ფართი 180–220 კვადრატულ მეტრამდეა. არქიტექტურული სტილი ც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მას კლასიკური სტილი აქვს– უფრო ძვირადღირებულია. მაგრამ ის, რაც განსაზღვრავს სახლი ელიტურია, თუ არა, არის მისი მდებარეობა. ელიტური საცხოვრებელი სახლი ქალაქის ცენტრში, დახურულ ტერიტორიაზე უნდა მდებარეობდეს.
Related Stories