
"ტფილისის ჰამქარის" ინფორმაციით, "იმელის" შენობის დემონტაჟზე ტენდერი
გამოცხადდა "ტფილისის ჰამქარის" ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მდებარე
"იმელის" შენობის მეპატრონემ, შენობის დემონტაჟის შესახებ 17 აგვისტოს
ტენდერი გამოაცხადა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამასთან დაკავშირებით დღეს, 18:30 საათზე, "იმელის" შენობასთან საპროტესტო აქცია - "SOS იმელი !!! გაიმართება.
როგორ "ტფილისის ჰამქარში" აცხადებენ, უცნობია, როდის გაიცა დემონტაჟის ნებართვა და არსებობს თუ არა ოფიციალური დასკვნა იმის შესახებ, რომ შენობის ის ნაწილი, რომლის დემონტაჟიც მოხდება, აღდგენას არ ექვემდებარება.
მათივე ინფორმაციით, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ჩინოვნიკთა გადაწყვეტილებით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1-ელი ოქტომბრის #3/181 ბრძანების საფუძველზე, "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" კანონის უხეში დარღვევით, "იმელი"-ს შენობა ამოღებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლთა ნუსხიდან. შენობას, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 1986 წელს, როცა საქართველოში პირველად მოხდა უძრავი ძეგლების აღრიცხვა.
"თფილისის ჰამქარში" მიაჩნიათ, რომ სტატუსის მოხსნით შესაძლებელი გახდა ნაგებობის სარფიანად გაყიდვა, ახალი მეპატრონის მიერ, უნებართვოდ მოხდა "იმელი"-ს მარცხენა, 4-სართულიანი ფლიგელის დემონტაჟი. ასევე, მოხსნილია დარჩენილი სახურავის დიდი ნაწილი. ატმოსფერული ნალექი დაუბრკოლებლად აღწევს შიგნით, რაც საფრთხეს უქმნის ნაგებობას. განადგურებულია სართულშუა გადახურვები, მზიდი კედლები, სააქტო დარბაზი, შენობის უნიკალური ინტერიერი და საფონდო მასალები, მოხსნილია კარ-ფანჯარა, მიზანმიმართულად ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუში.
ამასთან, არ არსებობს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტი, დემონტაჟის ნებართვა, შენობის შენარჩუნების გარანტია, კონსტრუქციული მდგრადობის საექსპერტო დასკვნა და გეოლოგიური კვლევა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური წერილის მიხედვით, მათ ორჯერ არ დააკმაყოფილეს შენობის მეპატრონე "დაბი ჯგუფის" მოთხოვნა "იმელის" დემონტაჟზე.
Related Stories