
საქართველოში კვადრატული მეტრის აშენება 300-400 დოლარი ჯდება, იტყობინება რადიო კომერსანტი
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მსოფლიო ში მშენებლობა ყველაზე ძვირი შვეიცარიაში ჯდება, ყველაზე იაფი კი ინდოეთში. ამ მონაცემებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EC Harris-ი აქვეყნებს, რომელმაც მსოფლიო ს 55 ქვეყნის სამშენებლო ბაზარი შეისწავლა.
კვლევამ აჩვენა, რომ შვეიცარიაში მშენებლობა 71%-ით ძვირია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, რეიტინგის მეორე და მესამე ადგილები დანიასა და შვედეთს უჭირავთ. ამ ქვეყნებში მშენებლობის მაღალი ღირებულება გამოწვეულია მაღალი ხელფასებითა და სამშენებლო მასალების იმპორტირების აუცილებლობით.
ექსპერტთა ინფორმაციით, მშენებლები ყველაზე ნაკლებ ფულს ინდოეთსა და შრი-ლანკაში ხარჯავენ, სადაც მშენებლონა დიდ ბრიტანეთთან შედარებით 72%-ით იაფია. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ განვითარებადი ქვეყნები უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციებს აქტიურად ზრდიან, და მშენებლობის მასშტაბებით განვითარებად ქვეყნებს სადაცაა დაეწევიან.
რაც შეეხება საქართველოს, დეველოპერთა განცხადებით მშენებლობის ფასი კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 300-400 აშშ დოლარს შეადგენს. ამას ემატება მიწის ფასი. „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მშენებლობის ფასს პროექტის ღირებულება, სამშენებლო ტექნოლოგიები, მასალები და მათი ხარისხი განსაზღვრავს. საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი საწარმო შეიქმნა, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს, თუმცა ბევრი რამ მაინც იმპორტით შემოდის, რაც ბუნებრივია მშენებლობის ფასზე აისახება.
Related Stories