
„სამშენებლო ბიზნესი გასულ წელთან შედარებით, 25–30 პროცენტით გამოცოცხლდა“, იუწყება რადიო კომერსანტი
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ზაფხულის ბოლოს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ოდნავი გამოცოცხლება შეიმჩნევა. როგორც commersant.ge-სთან საუბარში უძრავი ქონების სააგენტოებმა განაცხადეს, ბაზრის გააქტიურებას სექტემბრიდან ელიან, რის იმედსაც ბოლო დღეების ოდნავ მომატებული გაყიდვების მაჩვენებელი აძლევთ.
„ზაფხულში მყიდველი ნაკლებია, თუმცა გასაყიდი ფართების ნაკლებობა ნამდვილად არ იყო. ზაფხულში მხოლოდ იმ შემთხვევაში ყიდულობს ადამიანი ბინას, თუ ხელსაყრელ ფასად ნახა,“ – ამბობენ „newmarket”-ში.
კომპანია „გორო ჯგუფის“ დირექტორი გიორგი ბერვენაშვილი კი აცხადებს, რომ ზოგადად ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესი გასულ წელთან შედარებით, 25–30 პროცენტით გამოცოცხლდა. ამას ხელი შეუწყო მერიის პროექტმა და ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობის გაზრდამ. „ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ახალ ბინებში გადავა. რაც შეეხება გარიგებების ტრანზაქციას, ეს მაჩვენებელიც გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ის 10–12 პროცენტს შეადგენს. სექტემბრიდან ველოდებით კიდევ უფრო გააქტიურებას. გაყიდვების რაოდენობა აგვისტოსთან შედარებით, პრაქტიკულად, გაორმაგდება,“ – ამბობს გიორგი ბერვენაშვილი.
მისივე თქმით, მოთხოვნა კვლავაც მეორად სეგმენტზე უფრო მეტია. ამის მიზეზი კი უსაფრთხოების მეტი გარანტიაა, რაც დასრულებულ ბინას აქვს.
რაც შეეხება ფასებს, ამ ეტაპზე ბროკერები და აგენტები, რომლებიც commersant.ge-მ გამოკითხა, ფასების ზრდაზე ვერ საუბრობენ.
თბილისში კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით 300 დოლარიდან იწყება და 2 ათას ევრომდე აღწევს.
Related Stories