
დეველოპერებისა და უძრავი ქონების კომპანიების თქმით, თბილისში კერძო სახლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
დღითიდღე უფრო და უფრო მეტი მაცხოვრებელი ტოვებს თბილისის ხმაურიან უბნებს და კერძო სახლს შედარებით წყნარ ადგილას ყიდულობს.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის სტატისტიკით, მაშინ როდესაც, 2007 წელს თბილისის მერიამ სახლის მშენებლობის 1,579 ნებართვა გასცა, 2011 წლის 8 თვის განმავლობაში მათი რაოდენობა 2,737 იყო. მარტო 2011 წლის ზაფხულში მერიამ 630 სახლის პროექტი დაამტკიცა.
თბილისში საცხოვრებელი სახლის ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 300 დოლარიდან იწყება და 1,500 დოლარამდე ადის.
„ქალაქში ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება ვაკეშია. ვაკეში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 900–1,400 დოლარამდეა. მყიდველებს შორის ასევე პოპულარულია მთაწმინდის რაიონი, აქ საცხოვრებელი სახლის ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 850–1,000 დოლარამდეა. ვერაზე და ძველ თბილისში ფასები 600 დოლარიდან იწყება და 950 დოლარამდე ადის,“ გვითხრა უძრავი ქონების კომპანია „ექსპერტის“ მფლობელმა გოგა კაპანაძემ.
„კერძო სახლების პოტენციური მყიდველი ძირითადად მაღალშემოსვლიანი სეგმენტია. ამიტომაც კერძო სახლების წილი (20%) ბაზარზე 5–ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ბინების (80%). მიუხედავად ამისა, კერძო სახლებზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა,“ თქვა კაპანაძემ.
„ლისი დეველოპმენტის“ მარკეტინგისა და არტ დირექტორის მარიამ ზალდასტანიშვილის თქმით, კერძო სახლები უფრო მაღალი შემოსავლის მქონე საშუალო ასაკის ადამიანებშია პოპულარული.
ამჟამად, „ლისი დეველოპმენტი“ უდიდეს დეველოპერულ პროექტზე „მწვანე ქალაქზე“ მუშაობს.
“მწვანე ქალაქი ლისი” ლისის ტბაზე 355 ჰექტარზეა გაიშლება. ამ ფართის 1/3 ნაწილს საცხოვრებელი სგმენტი დაიკავებს - ბინები, თაუნჰაუსები და ვილები. სივრცის 2/3 კი არსებული უნიკალური ფლორა და საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება.
„პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებულია და ის დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. სახლების გაყიდვა ოქტომბერში დაიწყება, მაგრამ ჩვენ უკვე გვყავს საცხოვრებელი ფართის რეალური მყიდველები. ძირითადი მოთხოვნა კერძო სახლებსა და ბინებზეა,“ აცხადებს ზალდასტანიშვილი.
„ როდესაც პროექტი დასრულდება, 5,500 ოჯახს ექნება იქ ცხოვრების შესაძლებლობა. თუმცა პირველ ეტაპზე მხოლოდ 90 საცხოვრებელი სახლის აშენება იგეგმება. საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპის მშენებლობა ა გათვალისწინებული: ბინები, თაუნჰაუსები და ვილები.
„ფასები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ კონკრეტულად რა ტიპის საცხოვრებელ ფართზეა საუბარი. ბინების ფართი 78 კვადრატული მეტრიდან 175 კვადრატულ მეტრამდეა. თაუნჰაუსები და ვილები თავისი ეზოებით იყიდება. თაუნჰაუსის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1,300 დოლარია, ხოლო ვილის – 1,500 დოლარი. მყიდველებმა საერთო ღირებულების 30 % უნდა გადაიხადონ კონტრაქტის გაფორმებისთანავე და – 70 % სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ.
საცხოვრებელი სექტორის გარდა, ლისი დეველოპმენტი „მწვანე ქალაქის“ ფარგლებში შემდეგ პროექტებს ახორციელებს:ლისი ლეიქი - ლისის ტბის განახლებული ინფრასტრუქტურა, სარბენი, საველოსიპედე და სასეირნო ბილიკები, სანაპირო-სპორტული მოედანი, ახალი რესტორანი; გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, რომელის მშენებლობა ც 2012 წლის სასწავლო წლისათვის დასრულდება, ტაძარი და საგალობლების ცენტრი, ბრიჯ-ჰაუსი – შემოქმედებითი სახელოსნოებით, განახლებული გოგირდის აბანო, სპა ცენტრი.
Related Stories