თბილისში გაყიდული ბინების უმეტესობა უცხოეთში ნაშოვნი ფულითაა შეძენილი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ commersant.ge–ს უძრავი ქონების სააგენტო „სითი კომპანიში“ განუცხადეს. „სითი კომპანის“ დამფუძნებლის, თამაზ კობალიას თქმით, მათი გაყიდული ბინების 80% საზღვარგარეთ მომუშავე ქართველების მიერაა შეძენილი.
გარდა ამისა, უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ ბოლო 7–8 თვის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა მეორად საცხოვრებელსა და გარეუბნებში აშენებულ ბინებზე.
„ამან გამოიწვია მათზე ფასების მატებაც, დაახლოებით 20%–ით,“ – ამბობს თამაზ კობალია. მეორად ბინებზე მოთხოვნის ზრდის მიზეზად უძრავი ქონების სააგენტოები ახალი ბინების არასაკმარის რაოდენობის ასახელებენ.
სააგენტო „ბონუსის“ წარმომადგენლის, ილია ინაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ახალი ბინების მშენებლობა თითქმის არ დაწყებულა.
მისივე ინფორმაციით, თბილისში ბინის შეძენით უცხოელი ტურისტებიც აქტიურად ინტერესდებიან. მისი თქმით, განსაკუთრებით სომხეთის, ირანის და ისრაელის მოქალაქეები აქტიურობენ. ბოლო პერიოდში კი დაინტერესება უკრაინიდანაც შეიმჩნევა.
Related Stories