„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

უახლესი ტენდენციები მშენებლობასა და დიზაინში

ავტორი ნანა მღებრიშვილი, The FINANCIAL

31/10/2011 16:32 (205 დღე 11:34 minutes ago)

new-design-of-room.gif

"სამშენებლო სექტორში უახლესი მსოფლიო ტენდენცია მწვანე დეველოპინგია. განვითარებულ ქვეყნებში დეველოპერებისა და არქიტექტორების უმრავლესობა ისეთ მასალებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა. 21–ე საკუნეში ადამიანები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოს დაცვას,“ აცხადებს „დექსუს დეველოპმენტის“ დირექტორი ლევან გვარამაძე The FINANCIAL – თან საუბარში.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება უახლესი ტენდენციაა არამარტო მშენებლობა სა და არქიტექტურაში, არამედ დიზაინში.

„ქართველი მომხმარებლები უკვე მისდევენ ამ უახლეს ტენდენციას,“ ამბობს Style House - ის დამფუძნებელი და დირექტორი მაია კეჟერაშვილი.

„ნატურალური მასალები ინტერიერში აქტუალური იყო წელს და იქნება უახლოეს მომავალშიც. ფაქტურული ხე, ქვა ცოცხალი ყვავილები და მცენარეები. პრინტი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ  მოდურ ელემენტად ინტერიერის დიზაინში. კარგია თუ ეს იქნება ფოტოები ბუნების გამოსახულებით, როგორც ფერადი ასევე შავ-თეთრი. არაბუნებრივად დიდი ზომის ის შეიძლება იყოს არა მარტო კედლებზე არამედ გამოყენებულ იქნეს იატაკზე ავეჯზე, ტექსტილზე,“ აღნიშნავს კეჟერაშვილი.


რამდენიმე წლის წინ, საქართველოში დეველოპერებისა და კონსტრუქტორების უმრავლესობა არქიტექტურაში დიდ ინვესტიციებს არ აკეთებდა. ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ პროექტის არქიტექტურულ ღირებულებას. ამის გამო დღეს თბილისში უამრავი უსახური შენობა გვაქვს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ კონცეფციას.


„ადრე ინვესტორები და დეველოპერები ცდილობდნენ ფული დაეზოგათ მასალების ხარისხსა და კონსტრუქციაზე. ახლა ეს ტენდენცია ნელ–ნელა იცვლება უკეთესობისაკენ. მომხმარებლები კარგად დაპროექტებულ შენობებს ითხოვენ საინტერესო კონცეპციით,“ თქვა გვარამაძემ.


„ჩვენ არ შეგვიძლია ფული დავზოგოთ არქტიტექტურაზე, რადგან შენობები დიდხანს რჩება. დეველოპერებმა ეს უკვე გააცნობიერეს, ხოლო მყიდველები მზად არიან რაღაც ახალსა და განსხვავებულში უფრო მეტი თანხა გადაიხადონ. დიდი ხნის განმავლობაში ისეთი ტენდენცია იყო, რომ მხოლოდ მდებარეობა განსაზღვრავდა შენობის ფასსა და ხარისხს.  ახლა ესეც იცვლება. ასე რომ არქიტექტორებსა და დეველოპერებს უფრო მეტი გამოცდილება სჭირდებათ, რათა შესაბამისი პროექტი შესთავაზონ მყიდველებს და ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილონ,“ აღნიშნავს გვარამაძე.

დეველოპერების თქმით, დიზაინი პროექტების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. დეველოპერებსა და კონსტრუქტორებს ორი სტრატეგია აქვთ: ფასების სტრატეგია და პრემიუმ სტრატეგია. პრემიუმი არის არქტიტექტურაშიც და კოცნეფციაშიც. პრემიუმ სტრატეგიის შემთხვევაში კლიენტები უფრო მეტს იხდიან განსხვავებულ პროექტში.


დეველოპერებისა და დიზაინერების თქმით, მოთხოვნადია ინტერიერის როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე დიზანის სტილი .


„ჩვენთან უფრო მოთხოვნადი თანამედროვე სტილი ს დიზაინია, თუმცა კლასიკური სტილი ს დიზაინიც ძალიან პოპულარულია," ამბობს Artx- ის დიზაინერი ხათუნა მიქაბერიძე.


დიზაინერები თანხმდებიან იმაზე, რომ 21–ე საუკუნე ეკლექტიკის პერიოდია.  მათი თქმით, ერთ ოთახში სხვადასხვა სტილი ს მიქსი უახლოესი ტენდენციაა.


„ ძალიან აქტუალურია შეუთავსებელი ნივთების ერთმანეთთან შეთავსება,“ გვითხრა კეჟერაშვილმა. „მაგალითად,ხე სააბაზანო ოთახში, კერამიკული ფილა მისაღებ და სასტუმრო ოთახში, მეტალის ჭედური ავეჯი საბავშვო ოთახში. და რა თქმა უნდა სარკეები, სხვადასხვა ფორმის და ზომის, თან რაც უფრო პატარაა ოთახი მით დიდი უნდა იყოს სარკე.“


Artx - ში ინტერიერის დიზაინის შექმნის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 70 ლარია (45 დოლარი), ხოლო Style House-ში ყველაზე დაბალი ფასი 20 დოლარია (35 lari).


„დიზაინის შექმნის ფასები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის დიზაინის სირთულეზე,“ გვითხრა Artx- ის მენეჯერმა მარიკა იმერლიშვილმა.


თბილისში შეინიშნება ახალი ტენდენცია, რომელიც უბნების პრესტიჟს განსაზღვრავს. ვაკე კვლავ პრესტიჟულ ადგილად ითვლება, თუმცა ახალი უბნებიც საკმაოდ პოპულარულია.


„ ქალაქში ახალი კრიტერიუმები ჩამოყალიბდა, რაც ტერირორიის პრესტიჟს განსაზღვრავს,“ ამბობს გვარამაძე. „მარჯანიშვილი პოპულარული უბანი ხდება. აჟამად ძალიან პრესტიჟულია მთაწმინდა. დღეს ქალაქში ძალიან ფასობს ისეთი ადგილები, რომლებსაც ლამაზი ხედი აქვთ.“

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 16:08 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group