მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში
არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებზე ჯარიმები დააწესა, ¬ _ მედიანიუსის ცნობით, იუწყება მცხეთა
- მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„სოფლებში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებზე ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო ქალაქში - 5 000 ლარი,“ - განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო ზედამხედველობის უფროსმა ილია ოდიშელიძემ.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდებიან მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე შეჩერებული შენობების მეპატრონეებიც. მცხეთაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმა ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ერთი ლარით განისაზღვრა.
ასევე, შენობა - ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 ლარით დაჯარიმდებიან თბილისი-ლესელიძის გზატკეცილთან 50 მეტრის რადიუსში მდებარე შენობა-ნაგებობების მეპატრონეებიც.
მცხეთის იმ ნაწილში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არ შედის და საგურამოში, ჯარიმა 1 კვ.მ-ზე 70 თეთრი იქნება.
„საგურამოში მიდის ინტენსიური მშენებლობები. მათ შორის ძალიან ბევრი დაუსრულებელია. ამის გამო საგურამოში სრული დომხალიზაციაა,“ - აღნიშნა ილია ოდიშელიძემ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში ჯარიმის ოდენობა თითოეულ კვ. მ-ზე 10 თეთრი იქნება.
Related Stories