„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ჰაიდელბერგცემენტი კონკურსს აცხადებს

14/12/2011 17:53 (161 დღე 10:20 minutes ago)

ხვალ სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“  კომპანია ჰაიდელბერგცემენტის  ახალი პროექტის  „Quarry Life Award - ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“ პრეზენტაცია გაიმართება, იუწყება მედიანიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კონკურსი ერთდორულად 17 ქვეყანაში ტარდება და მიზნად კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას ისახავს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტესა და მკვლევარებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საპრიზო თანხაა 1 500-დან  30 000 ევრომდე.

„Quarry Life Award“ 2 ეტაპს მოიცავს, - იდეის წარდგენა და პროექტის ანგარიში.  კონკურსში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ გვერდზე -  http://www.quarrylifeaward.ge გე მოხდება.  საპროექტო წინადადება 2012 წლის 17 თებერვალამდე  მიიღება.  5 მარტიდან ეროვნული ჟიურის მიერ შერჩეული 5 კანდიდატი პროექტზე იმუშავებს და საბოლოო მოხსენებით ანგარიშს 28 სექტემბრამდე  წარადგენს.

2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამარჯვებულები, როგორც ეროვნულ, ასევე გლობალურ დონეზე გამოვლინდებიან.

პრესკონფერენციას დაესწრებიან კონკურსის ჟიურის წევრები, - გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დავით თარხნიშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი გიორგი ლებანიძე, WWF კაუკასუსის წარმომადგენელი თამაზ გამყრელიძე და  ჰაიდელბერგცემენტის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი აკაკი ჩხაიძე.

ჰაიდელბერგცემენტი  სამშენებლო მასალების წარმოების  ერთ-ერთი  ლიდერია გლობალურ ბაზარზე და მსოფლიო ს მასშტაბით ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში შედის.  კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიო ს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 16:15 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group