კომპანია "დექსუსი" 2011 წლის შედეგებს აჯამებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
განახლებული მშენებლობა 23
კორპუსზე, დასრულებული 8 ობიექტი და 1745 მომხმარებლის წინაშე აღებული
ვალდებულება შესრულებული - ასეთია საქართველოს ბიზნეს რეალობაში ნოვატორი
კომპანიის ერთი წლის მუშაობის შედეგი, იუწყება ინტერპრესნიუსი.
მენეჯმენტ-კომპანია "დექსუსი" საქართველოს უძრავი ქონების ასპარეზზე 2010 წლის 10 სექტემბერს, ამ დარგის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში გამოჩნდა. კომპანიის მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ გაკოტრების პირამდე მისული კომპანია "ცენტრპოინტის" შეუსრულებელი ვალდებულებები აეღო. შედეგად, "ცენტრპოინტის" რეაბილიტაციის სამწლიანი გეგმა დაიდო. სწორად გათვლილმა ნაბიჯებმა კომპანიის წარმატება უზრუნველყო.
"დექსუსის" მუშაობის პირველივე და ყველაზე რთულ წელს, მომხმარებლების დიდი რაოდენობა დაკმაყოფილდა. მშენებლობა დასრულებულია დიდი დიღმის პირველ და მეორე კორპუსებში, ხოშარაულის ობიექტის კორპუს "აფხაზეთში", დასრულდა წყნეთი, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ობიექტი "ჭავჭავაძე ქორნერი", ბათუმის "მაგნოლია", ბაკურიანის "მზიური ველი". კომპანია მიმდინარე ეტაპზე 15 კორპუსის მშენებლობა ს აწარმოებს, რომლის დასრულების შემდეგ დამატებით 1188 მობინადრეს მშენებლობა დაუსრულდება. 2012 წელს კომპანია დამატებით 4 ობიექტზე გეგმავს სამშენებლო სამუშაოების წარმოებას. პროექტების რეაბილიტაციაში სულ კომპანიამ, ერთი წლის მანძილზე მოიზიდა და უკვე დახარჯა 25 მილიონი ლარი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაყიდვები შემდეგ ობიექტებზე: დიდი დიღმის პირველი კორპუსი, ხოშარულის ობიექტის კორპუსი "აფხაზეთი", "სახლი წყნეთში", "ჭავჭავაძექორნერი" და "ბათუმის მაგნოლია". პროექტები გასაყიდად "დექსუს დეველოპმენტმა" გამოიტანა.
"დექსუსის" მართვაში შესვლამდე "ცენტრპოინტის", პრაქტიკულად, ყველა ობიექტის მშენებლობა შეჩერებული იყო, ხოლო 6200 მომხმარებლის მიმართ აღებული ვალდებულება - შეუსრულებელი. რთულსა და, ერთი შეხედვით, შეუძლებელ ამოცანას, "დექსუსი" ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად ახორცილებს. "ცენტრპოინტჯგუფის" რეაბილიტაციის გეგმა "დექსუსმა" 2010 წლის 17 დეკემბერს გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს კომპანიის გამოყვანა კრიზისული მდომარეობიდან. ეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბიზნესრეალობაში ყველაზე დიდი გამოწვევაა.
"ცენტრპოინტჯგუფის" რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით, "დექსუსი" 2012-2013 წწ. თითქმის ყველა შეჩერებული პროექტის ეტაპობრივ განახლებასა და დასრულებას გეგმავს. "დექსუსი" "ცენტრპოინტჯგუფის" რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანობაში, 95 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
Related Stories