დიღმის უძრავი ქონების ბაზარს მცხეთა სულ უფრო ძლიერ კონკურენციას უწევს. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ უძრავი ქონების ექსპერტები საუბრობენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შეგახსენებთ, რომ თბიტურისტულ ქალაქში ახალი უბნის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც 10 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია.
მცხეთის გამგებლის განცხადებით, მცხეთობაზე ქალაქში ჩასულ სტუმრებს არაერთი სიახლე ელით.
როგორც commersant.ge-თან საუბარში თემურ აბაშიძემ აღნიშნა, უბნის მოწყობას მცხეთის ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი პროექტი ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც სამხარეო ადმინისტრაციული შენობის, არქეოლოგიური მუზეუმის, იუსტიციის სახლის, საქპატენტის შენობის, 15–მდე საცხოვრებელი სახლის და სხვა ნაგებობების აშენება იგეგმება.
ახალ უბანში ამ დროისთვის უკვე დაწყებულია პარკისა და სკვერების მოწყობა, რომლებიც ასევე 14 ოქტომბერს გაიხსნება.
უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტები ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდში მცხეთაში საცხოვრებელი სახლის შეძენაზე მოთხოვნა გაიზარდა.
„პრივატ სერვისის” გაყიდვების მენეჯერის ეკა ვადაჭკორიას განცხადებით, მაგალითად, დიღომში სახლის შეძენას ბევრი მცხეთაში დასახლებას ამჯობინებს.
„განახლებული ინფრასტრუქტურა, ლამაზი ხედები, სუფთა ჰაერი… ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც მყიდველებს მცხეთის უძრავი ქონების ბაზარი იზიდავს,“ - აცხადებს ვადაჭკორია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მცხეთის უძრავ ქონებაზე დაფიქსირებულმა ფასებმა ადრინდელ ნიშნულს ბევრად გადააჭარბა, დღეს კი ტურისტულ ცენტრად ქცეულ ქალაქში მილიონ ლარად შეფასებულ არაერთი სახლია. „პრივატ სერვისის“ გაყიდვების მენეჯერის თქმით, ეს, ძირითადად, ტურისტული ნაკადის ზრდამ და ინფრასტრუქტურის მოწყობამ განაპირობა.
Related Stories