საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

„პრესტო“: განახლებულ აღმაშენებელზე კომერციული ფართები 10-15%–ით გაძვირდა

12/01/2012 15:26 (132 დღე 12:50 minutes ago)

უძრავი ქონების სააგენტო „ელიტ–გრუპში“ მომავალი თვიდან საცხოვრებელ და კომერციულ ფართებზე მოთხოვნის ზრდას ვარაუდობენ, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სააგენტოს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მოთხოვნის ზრდასთან ერთად განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე კვადრატულ მეტრზე ფასები 10-15%–ით მოიმატებს.

ზაქარია ლომიძის განცხადებითვე, არ არის გამორიცხული კომერციულ ფართებზე 10%–იანი ფასების ზრდა ვაკე–საბურთალოს რაიონში დაფიქსირდეს, სადაც გასულ წელს კვადრატული  მეტრის ფასი 1000–დან 3000 დოლარამდე იყო.

„ელიტ–გრუპის“ ინფორმაციით, თბილისში კომერციული ფართების ყიდვა–გაქირავების კუთხით ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური უბნებია.

უძრავი ქონების სააგენტო „პრესტოშიც“ აღმაშენებლის გამზირზე კომერციული ფართების გაძვირებაზე საუბრობენ. მენეჯმენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის განახლებულ უბანში კომერციულ ფართებზე ფასებმა 10-15%–ით მოიმატა, ხოლო საცხოვრებელ ფართებზე ფასები ჯერჯერობით უცვლელია.

ამ დროისთვის აღმაშენებელზე კომერციული ფართის დასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 40-60 დოლარამდე მერყეობს, ხოლო გასაყიდი ფასი 5000-6000 დოლარია. სააგენტოს განცხადებითვე, კომერციული  ფართებზე მოთხოვნა ძირითადად თბილისის ცენტრალურ რაიონებშია. „პრესტოში“ ვარაუდობენ, რომ გაზაფხულზე  კომერციული ფართებზე ფასები 20%–მდე მოიმატებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 16:18 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group