საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა

18/01/2012 18:43 (126 დღე 09:33 minutes ago)

უძრავი ქონების უმსხვილესი სააგენტოების ნაწილის განცხადებით,  თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ ფართებზე  მოთხოვნა შემცირდა, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სააგენტო „ბერუკას“ ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნამ 50%–ით იკლო. თუმცა, სააგენტოს დამფუძნებლის ცნობით, ფასები უცვლელია.

ავთანდილ გუგეშაშვილის თქმით, ცენტრალურ უბნებში ფასები კვადრატულ  მეტრზე 600–დან 1500 დოლარამდეა, ხოლო ყველაზე მთხოვნადი ფასის სიმცირის გამო საბურთალოა.

უძრავი ქონების სააგენტო „თაუნ ცენტრში“  რადიო „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი ეკონომიკური ფონის გამო 20-30%–ით არის შემცირებული.

თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, შექმნილი ვითარების მიუხედავად ფასები არ მცირდება. მისი თქმით, ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ფასები მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელია. „თაუნ ცენტრის“ ინფორმაციით  თბილისის ცენტრალურ უბნებში ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულება 700-1800 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 16:19 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group