| უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები 25,8 პროცენტით გაიზარდა |
|
20/01/2012 11:29 (124 დღე 16:48 minutes ago) | ||||||||||||
![]() საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წელს ქვეყანაში უძრავ ქონებაზე 510 794 სარეგისტრაციო ტრანზაქცია (საშუალოდ თვეში 42 566 ერთეული) განხორციელდა.
საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, მსგავსი აქტიურობა უძრავი ქონების ბაზარზე წინა წლებში არ დაფიქსირებულა: აქამდე პიკურად მიჩნეულ 2010 წელთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 25.8 პროცენტით, 2009 წელთან შედარებით - 53.5 პორცენტით, 2008 წელთან შედარებით- 47.4 პორცენტით, ხოლო 2007 წელთან შედარებით - 28.5 პორცენტით გაიზარდა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



