
თბილისში ბინების დაგირავებაზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, თუმცა შეთავაზებები ძალიან მცირეა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, დედაქალაქში დაგირავების სერვისს მომხმარებელს თითქმის აღარ სთავაზობენ, მიზეზად კი ის დავები და გარჩევები სახელდება, რომელიც გირაობის ვადის გასვლას ახლავს თან.
,,დღეს უძრავი ქონების სააგენტოები დაგირავების სერვისს ნაკლებად ვთავაზობთ. დამგირავებელი ხშირად თავის ბინას იმიტომ აგირავებს, რომ უცხოეთში წავიდეს, გირაობის ვადის გასვლის შემდეგ კი ბინის მეპატრონეები აღარსად ჩანან და მომხმარებელი პასუხს ჩვენგან ითხოვს. სწორედ ამიტომ ვამბობთ ამ სერვისის შეთავაზებაზე უარს,” - აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტოებში.
მიუხედავად ამისა, ქართულ ბაზარზე ბინების დაგირავებაზე მოთხოვნა არ მცირდება. როგორც სააგენტო ,,ST company”–ში აცხადებენ, გირაობის თვალსაზრისით ყველაზე მოთხოვნადი გარეუბნებია, ვინაიდან გირაობის საფასური პერიფერიებში გაცილებით დაბალი - საშუალოდ 15 0000 - 20 000 დოლარია.
არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირთ ,,Stabit”–შიც. სააგენტოში ამბობენ, რომ შეთავაზებების დეფიციტი ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. სააგენტოს განცხადებით, ხალხს ურჩევნია ბინა გააქირაოს, ვიდრე ვინმეს გირით დაუთმოს, რადგან ქირის თანხა მას რჩება.
,,მოთხოვნა დაგირავებაზე იმიტომ გაიზარდა, რომ მოსახლეობას ბინის ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბანკები დან კრედიტების აღება ძალიან ჭირს. ამავე დროს, პოტენციური გამგირავებელიც თავს იკავებს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ აღებულ თანხას ვეღარ დააბრუნებს და ბინას დაკარგავს,” - აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტო ,,Stabit”–ში.
Related Stories