ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

„ახალი თბილისის“ პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ დრომდე უცნობია

26/01/2012 13:42 (118 დღე 14:36 minutes ago)

რადიო კომერსანტის ცნობით, დიღომში ახალი უბნის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


თბილისის  მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე დაგეგმარების სამუშაოები მიმდინარეობს და უკვე გაზაფხულიდან თბილისს ეტაპობრივად შეემატება ახალი უბანი სახელწოდებით ,,ახალი თბილისი”.


ამ დრომდე უცნობი რჩება სხვა დამატებითი დეტალები - რა რაოდენობის ინვესტიცია  ჩაიდება ახალი  უბნის მშენებლობა ში და რომელი კომპანიები ინტერესდებიან მისი მშენებლობით, კომენტარისაგან  თავს იკავებს ძველის თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელი სერგო ქავთარაძეც. მისი განცხადებით,  დამატებით  ინფორმაციას პრესის წარმომადგენლებს დაგეგმარების დასრულების შემდეგ თბილისის მერია მიაწვდის.

ამასთან, როგორც მერიაში ამბობენ, თუ აქამდე თბილისში ერთ ადამიანზე საშუალოდ 14, 5 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მოდიოდა, ახალი უბნის მშენებლობის დასრულების შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე ფართი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საგრძნობლად გაიზრდება. 230 ჰექტარი ტერიტორია, რომელზედაც ახალი უბანი განთავსდება, უკვე შეფასდა როგორც ეკოლოგიურად სუფთა გარეუბანი.

მერიის ინფორმაციით, ,,ახალ თბილისში” არაერთი სახელმწიფო უწყების, საცხოვრებელი სახლის, რეკრეაციული ზონისა და  კომერციული და საოფისე ფართის განთავსება იგეგმება.

შეგახსენებთ: ახალი უბნის მშენებლობის შესახებ პირველად საქართველოს პრეზიდენტმა ,,თბილისი მოლის” გახსნაზე განაცხადა და  ახალი უბანი ვაკე–საბურთალოს ფართის მოცულობის იქნება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 16:20 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group