ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

„მაკლერ.ჯი“: უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების ზრდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგია

ავტორი რადიო კომერსანტის მასალები

27/01/2012 13:22 (117 დღე 14:58 minutes ago)

ყოველდღიურად უძრავი ქონების უფრო მეტი სააგენტო აკეთებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების ზრდა ვალში წაღებულმა ქონებამ განაპირობა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამ თემაზე მუშაობა “კომერსანტმა” გასულ კვირაში დაიწყო. გაირკვა, რომ ბანკები ს, მიკროსაფინანოსების და კერძო მევახშეების ხელში ნახევარ მილიარდამდე ღირებულების ქონება გადავიდა. ეს ინფორმაცია პირველად საჯაროდ “გორო ჯგუფმა” დაადასტურა.

ამავე თემაზე კომენტარისას, უძრავი ქონების სააგენტო „ბერუკას“ ბროკერები განმარტავენ, რომ 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ პასიური იყო. მათი თქმით, „ტრანზაქციები ბანკები ს მიერ გასაყიდად გამოტანილი ქონების რეალიზაციის შედეგად გაიზარდა”.

უძრავი ქონების სააგენტო „მაკლერ.ჯის“  მთავარი ბროკერის შეფასებითაც, რომელსაც “ნეტ გაზეთი” ესაუბრა, გასულ წელს  უძრავი ქონების ბაზარი იმდენად პასიური იყო, ამან ფასების ვარდნა გამოიწვია.

მისი თქმითაც, ტრანზაქციების ზრდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგია. შეგახსენებთ: საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები 2010 წელთან შედარებით თითქმის 26%–ით გაიზარდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 16:22 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group