საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

„დექსუსი“ ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს

01/02/2012 15:31 (112 დღე 12:50 minutes ago)

რადიო კომერსანტის ცნობით, „დექსუსი“  ახალი სავაჭრო ცენტრის ,,უნი მოლის” მშენებლობა ს იწყებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომპანიის  წარმომადგენლის ნატა თოფურიას განცხადებით, ცენტრის დეველოპმენტი უდიდეს გავლენას მოახდენს თბილისი სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. სავაჭრო ცენტრი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, სადაც, თოფურიას განცხადებით, ელიავას ბაზრობის  სიახლოვის გამო, ბევრი პოტენციური მომხმარებელი დადის.

„სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კომპანიამ  ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტის აგება,“ - აცხადებს თოფურია.

მისი ცნობით, „უნი მოლი“ სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი იქნება, რომლის პირველ სართულზე  ბანკები ს სერვის ცენტრები, ტურისტული სააგენტოები, ბიჟუტერიის, კოსმეტიკისა და აფთიაქის ობიექტები განთავსდება.

მეორე სართულზე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები იქნება,მესამე სართულზე კი სამშენებლო მასალების, საოჯახო ტექნიკის, განათლებისა და სავენტილაციო სისტემების, ავეჯის, საკანცელარიო და საოფისე ნივთების მაღაზიები განთავსება.

სავაჭრო ცენტრში მომხმარებელი უცხოური და ადგილობრივი პრაიმ თუ ეკონომ ბრენდების შეძენასაც შეძლებს.

როგორც ნატა თოფურიამ commersant.ge–სთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულებულია  და მიმდინარე  წლის 25 ოქტომბერს ცენტრი დასრულებულ სახეს მიიღებს.

რატომ გადაწყვიტა „დექსუსმა“ „ცენტრ-პოინტის“ მომხმარებლის წინაშე აღებული ვალდებულებების დაკმაყოფილებამდე, ახალი, სავაჭრო ცენტრის პროექტის წამოწყება?

უძრავი ქონების სააგენტო ,,ერდო ჯგუფის” დამფუძნებლის გურამ ფალავანდიშვილის აზრით, კომპანიამ ადგილმდებარეობა სწორად შეარჩია და, ასევე სწორის მენეჯმენტის პირობებში, ,,დექსუსი” სავაჭრო ცენტრიდან დიდ მოგებას ნახავს, რაც ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.

,,დექსუსს  ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ აქვს, მან „ცენტრ პოინტის“  მთელი ვალდებულებები გადაიბარა.  როცა კომპანია ამხელა ვალდებულებებს იბარებს, მის მიმართ  ეჭვები აღარ უნდა არსებობდეს” - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 16:23 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group