ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა გაიზარდა

03/02/2012 13:45 (110 დღე 14:36 minutes ago)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წლის იანვრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყ ნის მასშტაბით 32 450 ერთეული შეადგინა, იუწყება მედიანიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

იანვარი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით აშკარა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის იან ვართან (19 350 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 67.7%-ით, 2008 წლის იანვართან (21 798 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 48.9%-ით, 2009 წლის იანვართან (15 839 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 104.9%-ით, 2010 წლის იანვართან (20 946 ერთეუ ლი სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 54.9%-ით და 2011 წლის იანვართან (27 864 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 16.5%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის კლება (32.9%-ით) უჩვეულო არაა სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით: თვეებს შორის დეკემბერი უძრავი ქონების ბაზარზე მაქ სიმალური აქტიურობით გამოირჩევა, ხოლო იანვარი  _ მინიმალურით.

2012 წლის იანვრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაი- ზარდა და დაფიქსირდა 1.046 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.898) მნიშვნელოვნად აღე- მატება.

აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები შემცირდა წინა თვესთან შედარებით (შესაბამისად 35.4%-ით და 32.3%-ით), ხოლო გაიზარდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბა-მისად 10.9%-ით და 17.7%-ით). 2012 წლის იანვრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 5 747, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 26 703 ერთეული შეადგინა, სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მე-ორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.618 და 1.230 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნე-ლოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. იანვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.3%-ს მეორადი, ხოლო 17.7%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის იანვარში კი - შესაბამისად 81.4% და 18.6%).

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 16:23 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group