| | ADVERTISEMENT | | Set parameter 'categories' or 'banners' in Admininistration |
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
რუსეთის ვიცე–პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი საბერძნეთის
„მინი დეფოლტის“ შესაძლებლობას არ გამორიცხავს, იტყობინება რადიო
კომერსანტი.
ამის შესახებ მან პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„მე ვუშვებ საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციას, რაც უსიამოვნო იქნება, მაგრამ ეს იქნება ნაწილობრივი რესტრუქტურიზაცია, რომელიც ბაზრისთვის მისაღებია. თუ ეს რესტრუქტურიზაცია ღრმა და კონფისკაციური არ იქნება, ბაზარი ამას ნორმალურად მიიღებს,“ – განაცხადა კუდრინმა და აღნიშნა, რომ ეს არ იქნება დეფოლტი ამ სიტყვის სრულყოფილი გაგებით.
კუდრინმა ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ერთიანი ევროპული ვალუტის სიმყარესა და პერსპექტიულობაში. მანამდე პრემიერი პუტინი ც აცხადებდა, რომ მოსკოვი ენდობა ევროს და არ შეცვლის დამოკიდებულებას ერთიანი ევროპული ვალუტისადმი. მედვედევმა კი The Wall Strret Journal–თან ინტერვიუში ევროს კრახი არ გამორიცხა.
Related Stories