| რუსეთის დუმის შენობასთან დააკავეს ”იაბლოკოს” აქტივისტები |
|
09/07/2010 12:42 (579 დღე 04:51 minutes ago) | |||||||||||
|
მოსკოვში, რუსეთის დუმის შენობასთან ”იაბლოკოს” 6 აქტივისტი მაშინ დააკავეს, როცა ისინი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ხელმოწერებს აგროვებდნენ.
აქტივისტებს ეცვათ მაისურები წარწერით - ”უთხარი ჩეკისტებს არა!”. მათ თავი ხელბროკილებით დუმის ახლოს მდებარე შენობის ღობეზე მიიბეს. დაკავებულთა შორის არის ”იაბლოკოს” ლიდერის მრჩეველი არტურ გრახოვსკი. დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმაში მეორე და დასკვნითი - მესამე მოსმენით იხილება კანონპროექტი ”ეფესბეს” უფლებამოსილების გაფართოების შესახებ.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

