რუსეთში ძლიერი გვალვების გამო მარცვლეულის რეკორდულად მცირე მოსავალს
ელიან, იტყობინება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | | Set parameter 'categories' or 'banners' in Admininistration |
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლევანდელი მოსავლის პროგნოზს კვლავ ამცირებს და შესაძლოა, ის 85 მილიონ ტონაზე ქვემოთ დასწიოს. ამის შესახებ მინისტრმა ელენა სკრინიკმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, გვალვების გამო შესაძლოა, რუსეთის საექსპორტო პოტენციალი 20 მილიონი ტონის ქვემოთ ჩამოვიდეს. ფედერაციის 16 რეგიონში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და 9,5 მილიონი ჰექტარი განადგურდა. საგანგებო რეჟიმი, შესაძლოა, კიდევ სამ რეგიონში ამოქმედდეს. სკრინიკმა აღნიშნა, რომ მოსავლის წინა პროგნოზი 85 მილიონი ტონა იყო, მაგრამ ახლა მიმდინარეობს გათვლები და არ არის გამორიცხული, ეს ციფრი კიდევ შემცირდეს. მანამდე პროგნოზი 90 მილიონი იყო.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საექსპორტო პოტენციალი, შემცირების მიუხედავად, შენარჩუნდება.
გარდა ამისა, გვალვისგან დაზარალებული რეგიონები სახელმწიფოსგან შეღავათიან კრედიტს მიიღებენ.
ხელისუფლება არ მალავს, რომ სასოფლო–სამეურნეო დანაკარგი შესაძლოა, ძალიან სერიოზული იყოს. დამატებითი ზომები მიიღება მეცხოველეობის დარგის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. პირველები კი დახმარებას ის რეგიონები მიიღებენ, რომელთაც საკუთარი პროდუქცია დაზღვეული აქვთ.
ამით ფედერალური ხელისუფლება ცდილობს, რეგიონალური თვითმმართველობები აიძულოს, სასოფლო–სამეურნეო დარგში დაზღვევის სისტემა დანერგონ.
Related Stories