ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

რუსული ეკლესია - მედიატორი ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის

28/01/2012 10:47 (116 დღე 17:46 minutes ago)

patirarch-kirill-and-putin.jpg

მიუხედავად იმისა, რომ რუსი დემონსტრანტები დემოკრატიას ითხოვენ, რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში დარჩენა მკაფიოდ გადაწყვეტილი აქვს.

ADVERTISEMENT
Set parameter 'categories' or 'banners' in Admininistration
წაიკითხე სმარტფონში

 

რაპოზიციაზეა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, ამის შესახებ დეტალებს „ ამერიკის ხმის “ მოსკოველი კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.

რუსული მართლმადიდებლი ეკლესიის პატრიარქის რეზიდენცია კრემლშია განთავსებული.  ამასთანავე, ეკლესია სახელმწიფო დაფინანსებაზეა დამოკიდებული. როდესაც ზამთრის დასაწყისში მოსკოვი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა, ეკლესიისადმი სიმპათია მცირედმა თუ გამოხატა. პატრიარქი კირილის განცხადება კი ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მან ვლადიმირ პუტინს დემონსტრანტების მოსმენისკენ მოუწოდა. პატრიარქი კირილის თქმით, თუკი მთავრობა არ მოუსმენს პროტესტის მოთხოვნებს, ეს ძალიან ცუდი ნიშანი იქნება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 80 მილიონ ადამიანს აერთიანებს. პატრიარქს სურს, რომ ეკლესია პარტიულ პოლიტიკა ზე მაღლა იდგეს. რომან ლუკინი რელიგიის საკითხების ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ პატრარქ კირილის იანვრის განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილია. მისი თქმით, პატრიარქს სურს, რომ ეკლესია პოლიტიკურ ფიგურებზე მაღლა დადგეს და შუამავლის ფუნქცია არ დაკარგოს.

დეკემბრის დემონსტრაციის შემდეგ ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ  ეკლესიას ოპოზიციას და პუტინს შორის მედიატორობისკენ მოუწოდა. თუმცა, პატრიარქს სურს, რომ ქვეყანაში რადიკალიზაციის პროცესი თავიდან იქნას არიდებული.

ვიდრე პატრიარქის ტახტს დაიკავებდა, კირილი თითქმის ათი წლის მანძილზე ეკლესიის პრესწარმომადგენელი იყო. ის მრევლს ინტერნეტგვერდების შექმნისკენ მოუწოდებს, რათა მორწმუნეებთან უკეთესი კომუნიკაცია დამყარდეს.

წმინდა მამა დმიტრი სვერდლოვის ბლოგს უკვე მრავალი მკითხველი ყავს. ის ამბობს, რომ რუსეთის გაუმჯობესება, ქვეყნის დანგრევის გარეშე უნდა მოხდეს. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 4 მარტს გაიმართება. შესაძლოა პროტესტი გაგრძლდეს. თუკი რუსული ზამთრის პროტესტი „რუსულ გაზაფხულად“ გადაიქცევა, ეკლესიას ალბათ შუამავლის როლი დაეკისრება.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group