
გაზეთ "იზვესტიაში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით სტანისლავ გოვორუხინი,
რეჟისორი და კანონმდებელი, აცხადებს, რომ პრეზიდენტი მედვედევი ცდილობს
პუტინი ს კამპანიისგან თავი შორს დაიჭიროს.
| | ADVERTISEMENT | | Set parameter 'categories' or 'banners' in Admininistration |
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ბატონი გოვორუხინის აზრით დმიტრი მედვედევს იმ ადამიანის მეტი მხარდაჭერა მართებს, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად თავად წარადგინა.
პრემიერის პრესცენტრის მდივანი, დმიტრი პესკოვი, გოვორუხინის ტონს შედარებით არბილებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პუტინს ნომინირების პროცესში "ყოველმხრივი მხარდაჭერა" აღუთქვა.
პრეზიდენტ მედვედევს მხოლოდ ერთი ვადით სამსახურის და მარტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის არდაყენების გამო სამშობლოში ხშირად აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი მან მხოლოდ პუტინი სთვის გზის გასაწმენდად გადადგა. რაზეც ბატონმა მედვედევმა თავის დროზე საკმაოდ მარტივი პასუხი გასცა, ხაზი გაუსვა რა იმ გარემოებას, რომ პუტინი უფრო მეტად პოპულარულია და ვინაიდან მათ პოლიტიკა ზე ერთნაირი შეხედულებები აქვთ, კონკურენციას აზრი არ აქვს.
მოვლენების პარალელურად რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა უკმაყოფილება შეინიშნება და ქუჩებში პერიოდულად პუტინი ს პარტიის "ერთიანი რუსეთის" საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.
სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული
რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.
Related Stories