| რუსეთი აკრიტიკებს კეთრინ ეშტონს |
|
03/02/2012 11:11 (110 დღე 17:26 minutes ago) | |||||||||||
![]() რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კეთრინ ეშტონი, რომელმაც სპეციალური განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნებიდან „იაბლოკოს“ ლიდერის გრიგორი იავლინსკის კანდიდატურის მოხსნის გამო.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ მოწოდება, გადაისინჯოს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, პოლიტკორექტულობის ფარგლებს სცილდება. ეშტონი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თემას ოთხშაბათს, ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეხო.
იგი მიესალმა არჩევნებზე ევროკავშირის დამკვირვებლების მიპატიჟებას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკაშვირი კიდევ უფრო ფხიზლად დააკვირდება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს, ვიდრე განვლილ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ეუთოს დამკვირვებლებმა არ მიიჩნიეს სამართლიანად.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


