
რუსეთის დედაქალაქში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე ერთი დღე რჩება, იტყობინება მედიანიუსი.
| | ADVERTISEMENT | | Set parameter 'categories' or 'banners' in Admininistration |
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ხვალ, როგორც აქციის ორგანიზატორები ვარაუდობენ, ქუჩაში მინიმუმ 50 ათასი ადამიანი გავა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
საპროტესტო აქციის გასამართად ორგანიზატორებმა 4 თებერვალი სპეციალურად აირჩიეს. როგორც ცნობილია, რუსეთში 4 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და მომიტინგეებს კენჭისყრის გაყალებების პრევენცია ერთი თვით ადრე სურთ.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ხვალისათვის მოსკოვში -10 გრადუსზე დაბალი ყინვაა მოსალოდნელი. ქვეყნის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო კი ხალხს სახლში დარჩენას ურჩევს.
მიუხედავად ონიშჩენკოს რჩევისა, მოსკოვის ქუჩებსა და სოციალურ ქსელებში აქციის ორგანიზატორები, იმისათვის, რომ 4 თებერვალს თავისი პროტესტი ხალხის, რაც შეიძლება დიდმა რაოდენობამ დააფიქსიროს, სარეკლამო კამპანიებს მართავენ.
Related Stories