საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

პუტინი: აშშ-სა და ნატოს ანტისარაკეტო სისტემის სამიზნე რუსეთია

ავტორი სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლება

04/02/2012 10:51 (109 დღე 17:48 minutes ago)

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის გადაცემის, „ცივი პოლიტიკის“ სტუმარი იყო.

ADVERTISEMENT
Set parameter 'categories' or 'banners' in Admininistration
წაიკითხე სმარტფონში

 

სატელევიზიო ეთერში საუბრისას პუტინმა განაცხადა, ანტისარაკეტო სისტემა, რომელსაც აშშ და ნატო ევროპაში განათავსებენ, „ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ატომური სარაკეტო შესაძლებლობების ნეიტრალიზებისთვის“ არის გამიზნულიო.

ანტისარაკეტო სისტემამ შესაძლოა დაფაროს ურალის მთების ტერიტორია, სადაც „ჩვენი ქვეითი ბირთვული ძალები“ არიან განთავსებულიო, თქვა პუტინმა.

ნატო აცხადებს, რომ ანტისარაკეტო სისტემა ირანის მსგავსი ქვეყნებისგან მომავალი შესაძლო საფრთხის ნეიტრალიზების მიზნით უნდა აიგოს. თუმცა მოსკოვს სურს ოფიციალური გარანტიების მიღება, რომ სისტემა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შესაძლებლობების დასუსტებაზე არ იქნება მიმართული. გარდა ამისა, რუსეთს უნდა მონაწილეობა მიიღოს იმის გადაწყვეტაში, თუ როგორ უნდა იქნეს ეს სისტემა გამოყენებული. ნატო ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.

„დღეს ირანიდან ან ჩრდილოეთ კორეიდან საფრთხე არ მოდისო“, - განაცხადა პუტინმა ხუთშაბათის სატელევიზიო გამოსვლაში.

„გვეუბნებიან, ნუ გეშინიათ, ამას თქვენს წინაამდეგ არ გამოვიყენებთო. მაგრამ ტექნიკურად ეს შესაძლებელი ხდება. და იმის შესახებ, რომ [სისტემა] ჩვენს წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული, არანაირი გარანტიის მოცემა არ სურთ - წერილობითი ფორმითაც კი“, - თქვა პუტინმა.

რუსეთს განსაკუთრებით აშფოთებს გეგმა, რომელიც ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებას რუსეთის სიახლოვეს ითვალისწინებს - ნატოს წევრ ქვეყნებში, პოლონეთში, რუმინეთსა და თურქეთში.

ეს ელემენტები ითვალისწინებს რადარს, რომლის დაფარვის არეალიც, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიას მოიცავს. ამან კი ნატოს შესაძლოა საშუალება მისცეს ხელი მიუწვდებოდეს რუსეთის თავდაცვის სისტემებზე.
რუსეთი აცხადებს, რომ თუ ამ ანტისარაკეტო სისტემაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ ის ნატოს ტერიტორიის სიახლოვეს განათავსებს რაკეტებს და რადარს - დასავლეთის ანტისარაკეტო სისტემის პასუხად.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების ინიციატორი აშშ-ია. პუტინმა დასძინა, რომ აშშ ისტორიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ბირთვული იარაღი გამოიყენა, თან ატომური შეიარაღების არმქონე ქვეყნის, იაპონიის წინააღმდეგ, 1945 წელს.

„როგორ მოვიქცეთ? ეს უბრალოდ დავივიწყოთ?“ - იკითხა პუტინმა და იქვე განაცხადა: „ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ საფრთხეებს, რომელიც ჩვენს საზღვრებთან ჩნდებაო“.

თავისი განცხადებების გასამყარებლად პუტინმა აუდიტორიას შეახსენა, რომ აშშ-ის გარდა, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „ბირთვული სამეული“ აქვს - ქვეითი, საზღვაო და საჰაერო ბირთვული ძალები.

ვლადიმირ პუტინი დიდი ხანია იმკვიდრებს ძლიერი და მკაცრი ლიდერის იმიჯს - კაცის, რომელიც ყოველთვის რუსეთის სიძლიერეზე ზრუნავს და მსოფლიო ასპარეზზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნატოს ანტისარაკეტო სისტემის მიმართ მისი მხრიდან განახლებული კრიტიკა ერთი თვით უსწრებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც პუტინი ს გამარჯვებაში ეჭვი, ფაქტობივად, არავის ეპარება, რუსეთის მოქალაქეებში მმართველი პარტიის მიმართ მზარდი უკმაყოფილებისა და საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group