მოსკოვში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება მოსკოვში დღეს,
სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა
გაიმართება, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | | Set parameter 'categories' or 'banners' in Admininistration |
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
რუსული მედიის ცნობით, მერიამ ოპოზიციას კალუგის მოედნიდან ქალაქის ცენტრისკენ – კინოთეატრ "უდარნიკის" მიმართულებით მსვლელობის ნებართვა მისცა.
რუსეთში მიტინგის გამართვის დროსა და ადგილთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებისთვის ოპოზიცია კამპანიას ატარებს. დედაქალაქის თითქმის ყველა მეტროს სადგურთან ოპოზიციის წარმომადგენლები საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ.
მოსკოვის მერიამ ნებართვა 50 ათას კაციან მიტინგზე გასცა, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 12:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში უნდა გაიმართოს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს მოუწოდა, 4 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ. "მართლმადიდებლები დადიან არა დემონსტრაციებზე, არამედ ლოცულობენ ეკლესია-მონასტრებსა და საკუთარ სახლებში", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა და მოქალაქეებს ხმამაღალი განცხადებების კეთებისგან თავშეკავება ურჩია.
სამართალდამცავებმა კი მომიტინგეებს საპროტესტო აქციაზე ჩანთებითა და თერმოსებით მისვლა აუკრძალეს. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, მოსკოვის პოლიცია აცხადებს, რომ აქციაზე ჩანთებისა და თერმოსების გარდა, პლასტიკისა და შუშის ბოთლების მიტანაც აკრძალულია, რასაც სამართალდამცავები უსაფრთხოების მიზნით ხსნიან.
Related Stories