"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"


Thursday, May 24, 2012
News Making Money

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება სირიის პრეზიდენტს

07/02/2012 12:31 (106 დღე 16:09 minutes ago)

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ მიხაილ ფრადკოვთან ერთად დამასკში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდება.

ADVERTISEMENT
Set parameter 'categories' or 'banners' in Admininistration
წაიკითხე სმარტფონში

 

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვი დამოუკიდებლად აპირებს სირიაში ვითარების სტაბილიზაციისა და რეფორმების გატარების მიღწევას და ამის გამო რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ლავროვსა და ფრადკოვს ასადთან პირისპირ მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.

 

6 თებერვალს ბაჰრეინში გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა: ”გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაზე რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებზე დასავლეთის მიერ გამოთქმული შეფასებები, ვიტყოდი, ულამაზოდ ჟღერს, სადღაც ისტერიკის ზღვარზე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთი ისტერიული განცხადებებით პირველ რიგში ცდილობენ გადაფარონ არსი იმისა, რაც მოხდა და რაც ხდება. არსი კი ის არის, რომ სირიაში ძალადობის ერთზე მეტი წყარო არსებობს. ასეთი რამდენიმეა. არ შეიძლება რეზოლუცია უბრალო ლოზუნგად დარჩეს. მასში უნდა აისახოს პრაქტიკული ზომები ამა თუ იმ პოზიციის რეალიზაციისთვის. თანაავტორების სურვილი იყო ეიძულებინათ რეჟიმი შეეწყვიტა ძალადობრივი მოქმედება და არ დაეკისრებინათ რაიმე განსაკუთრებული, კონკრეტული პასუხისმგებლობა შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, რომლებიც რეჟიმს ებრძვიან. ასეთი რეზოლუციით უშიშროების საბჭო სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მონაწილის მხარეზე დადგებოდა. ასე რომ, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ვინმესთვის გადაებრალებინათ მიმდინარე მოვლენები და ყურადღება გადაეტანათ შეიარაღებული დაჯგუფებების მოქმედებებიდან. ისინი იარაღსა და რჩევებს, აგრეთვე სხვა სახის მხარდაჭერას უცხოეთიდან იღებენ. ეს იყო მათთვის უშიშროების საბჭოში კონსნენსუსის მიღწევაზე მნიშვნელოვანი, რაც სრულიად რეალური იყო. რა თქმა უნდა, დამასკიდან ჩვენს დაბრუნებამდე მოცდაზე უარის თქმა, აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა იყო. გაეროს წესდებით, ვეტოს უფლების გამოყენება მსოფლიო ს მოწყობის განუყოფელი ნაწილია”, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ არ სურს დამასკში მისიის შესახებ ლაპარაკი და რომ მის არსს მხოლოდ 7 თებერვალს გაუმხელს თავად ბაშარ ასადს.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group