საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

მედვედევმა სარკოზისთან საუბარი არ ისურვა

07/02/2012 13:03 (106 დღე 15:40 minutes ago)

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ფრანგი კოლეგის, ნიკოლა სარკოზის ზარს არ უპასუხა, იუწყება მედიანიუსი.

ADVERTISEMENT
Set parameter 'categories' or 'banners' in Admininistration
წაიკითხე სმარტფონში

 

მან სარკოზისთან სირიის თემაზე საუბარი არ ისურვა. სწორედ ასე აფასებს დასავლური მედიის ნაწილი გუშინ მომხდარ ფაქტს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 6 თებერვალს აცხადებდა, რომ იგი დღის განმავლობაში მედვედევთან დარეკვას და ბაშარ ასადის რეჟიმთან მიმართებაში სიტუაციის გარკვევას აპირებდა, თუმცა მედვედევი ს პრესსპიკერმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ ასეთი სატელეფონო საუბარი მედვედვის გრაფიკში გათვალისწინებული არ არის.

საბოლოო ჯამში, გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის ლიდერ ბაშარ ასადის წინააღმდეგ რეზოლუცია ჩინეთის და რუსეთის ვეტოს გამო ვერ მიიღო. ამის გამო დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებმა ოფიციალური პეკინი და მოსკოვი მკაცრად გააკრიტიკეს, რასაც რუსეთის #1 დიპლომატმა სერგეი ლავროვმა “ისტერიკა და უადგილო” უწოდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group