ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" პრესსპიკერად მაია ფანჯიკიძე წარადგინა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

NGO-ები კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის ვადის გადატანას ითხოვენ

ავტორი ლიკა გიგინეიშვილი, ნეტგაზეთი

27/08/2010 15:14 (530 დღე 03:08 minutes ago)

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” და ,,ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი” საქართველოს პარლამენტს სთხოვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა 2011 წლისათვის გადიატანოს.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

პარლამენტისადმი მიმართვაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ გაავრცელეს, წერია, რომ საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვა არაეფექტურად მიმდინარეობს. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ საზოგადოებისათვის უცნობია, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული, პროექტის განხილვისას, ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები.

ასევე არასამთავრობოები წერენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვისათვის, საზოგადოებრივი აქტიურობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე პასიური პერიოდი (აგვისტო) შეირჩა.

,,კონსტიტუციური კანონპროექტის ძალაში შესვლამდე (2013 წელი), დარჩენილი დროის გათვალისწინებით, ვერ ვხედავთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტის ამგვარი ფორმითა და ხსენებულ პერიოდში (აგვისტო) განხილვის სახელმწიფოებრივ ინტერესებს”,- წერია მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს სთხოვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა 2011 წლისათვის გადაიტანონ და ასევე, განხილვის ეფექტურობისათვის, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

,,საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) პროექტი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით განიხილებოდეს და მასში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული საზოგადოების ფართო წრეების ინტერესები”, - წერია მიმართვის დასასრულს.

კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა ივლისის ბოლოს დაიწყო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში.

სექტემბრის პირველ კვირაში კომისიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group