სილქნეტის სოციალური პროექტი „საშინაო სკოლა“ სილქტივი მომხმარებლებისთვის

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

გალში რუსულ და აფხაზურ ენებზე ასწავლიან

ავტორი გერონტი ყალიჩავა, რადიო თავისუფლება

01/09/2010 17:36 (524 დღე 13:53 minutes ago)

საზაფხულო არდადეგების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში პირველი ზარი უკვე დაირეკა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

იქ, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, სასწავლო პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გალის ორ სკოლაში, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს, მასწავლებლები სიცოცხლის ფასად ცდილობენ, მოსწავლეებმა ქართული განათლება მიიღონ. წყაროს ცნობით, გალის სკოლებში წელს ქართული წიგნების დეფიციტია. ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა გალის სოფლის სკოლებში. როგორც ოტობაიის სკოლიდან იტყობინებიან, სკოლაში სწავლება, როგორც ყოველთვის, ქართულ ენაზეა და სახელმძღვანელოებიც საქართველოს მთავრობის ნაჩუქარი აქვთ.

რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტი ამბობს, რომ სკოლის შენობა, სადაც 100-მდე მოსწავლე სწავლობს, რეაბილიტაციას საჭიროებს. არადა, გალის აფხაზური განათლების სამმართველო მათ ამ კუთხით დახმარებას და ახალ სასკოლო ინვენტარს დაჰპირდა.

პირველ სექტემბერს სკოლის ზარი დაირეკა საბერიოშიც, სადაც გაკვეთილები მხოლოდ უფროსკლასელთათვის ტარდება. ადგილობრივების ცნობით, უმცროსკლასელები, მეოთხე კლასის ჩათვლით, და მეცხრე კლასამდე მოსწავლეების უმრავლესობა საბერიოსთან მოსაზღვრე წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის სკოლაში დადის. ამიტომ, სოფლელებისგან განსხვავებით, ისინი სწავლას 15 სექტემბერს დაიწყებენ.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group