ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვას აპრილისთვის ვარაუდობს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

სიმონ ჯანაშია: ეროვნული გამოცდები აბიტურიენტის ცოდნას არ ამოწმებს

ავტორი ქვეყნდება რადიო კომერსანტის მიერ გაზეთ „ყველა სიახლის“ მიხედვით

02/09/2010 12:51 (524 დღე 05:18 minutes ago)

ეროვნულ გამოცდებსა და ზოგადად, განათლების სისტემას კრიტიკოსები უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებშიც გამოუჩნდნენ.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი სიმონ ჯანაშიას თქმით, ეროვნული გამოცდები აბიტურიენტების ცოდნას არ ამოწმებს, მანდატურების ინსტიტუტის შემოღება სკოლებში ძალადობას ვერ მოსპობს, უცხოეთიდან ინგლისურის მასწავლებლების ჩამოყვანა კი არაეფექტური პროექტია და ის სახელმწიფოს წელიწადში 6 მილიონ ლარი დაუჯდება. 

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ გამოცდებზე 10 ათასმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, რასაც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა „ძალზე დამაფიქრებელი“ უწოდა.
სიმონ ჯანაშიას თქმით კი, წლევანდელი გამოცდების შედეგი მოსწავლეთა ცოდნის მხრივ არაფრით განსხვავდება, უბრალოდ, წელს იმავე ცოდნით გაცილებით მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა.

„წელს მეოთხე სავალდებულო საგანი ყველა აბიტურიენტმა ჩააბარა, ასევე შეიცვალა ამ საგნებში ჩატარებული გამოცდის ფორმატი. 100–ქულიანი ტესტი მათემატიკაში 55 ქულით შეიცვალა, შედეგად კი ყველაზე მეტი ახალგაზრდა სწორედ მათემატიკაში ჩაიჭრა. საქმე ისაა, რომ წლევანდელ გამოცდაზე საშუალო ქულების მაჩვენებელი გაუმჯობესდა საბუნებისმეტყველო საგნებში. პრობლემა გვაქვს ფიზიკაში, სადაც ჩაჭრილთა პროცენტული მაჩვენებელი გაუარესდა... როგორ გავიგებთ, იცის თუ არა მათემატიკა იმ ახალგაზრდამ, რომელმაც მეოთხე საგნად ქართული ლიტერატურა აირჩია? გამოცდებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა აბსურდია. სავალდებულო მეოთხე გამოცდის დანიშვნისას მაია მიმინოშვილს, განათლების მაშინდელ მინისტრს ნიკა გვარამიას და რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორს ასეთი  არგუმენტი ჰქონდათ: თუ დაინიშნება მეტი გამოცდა, ახალგაზრდები უკეთ მოემზადებიან. საინტერესოა, სად გაქრა ეს არგუმენტი? მეოთხე გამოცდის შემოღებით სწავლის დონე, ხარისხი ვერ ამაღლდება. რეპეტიტორებმა კი იხეირეს,“ – აცხადებს ჯანაშია.

რაც შეეხება ექსპერიმენტების ახალ ტალღას – 9 გამოსაშვები გამოცდის დანიშვნას, ტრიმესტრების გაუქმებას, ახალი სახელმძღვანელოებისა და საგნების (მათ შორის სამხედრო–პატრიოტული სწავლებისა და ცეკვის გაკვეთილების) შემოღებას, ჯანაშია აცხადებს, რომ ეს სიახლეები იგეგმება მაშინ, როცა 3–4 წლის წინ დანერგილი ნოვაციები არ არის ბოლომდე მიყვანილი.

„საგნების რიცხვის ზრდა ეწინააღმდეგება იმ სასწავლო გეგმას, რომელიც აქამდე იყო შემუშავებული, რაც საგნების უფრო ზედაპირულ სწავლებამდე მიგვიყვანს. სკოლებში ძალადობას არც მანდატურების შეყვანა შეამცირებს. ესეც ფულის ფუჭად გადაყრაა. ვერც პირველკლასელებისთვის კომპიუტერების გადაცემა გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას პრეზიდენტის ინიციატივით 9 გამოსაშვები გამოცდის შემოღებაზე, რადგან სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს სწავლების ხარისხს ვერ გააუმჯობესებს,“ – აცხადება სიმონ ჯანაშია.

მისი ინფორმაციით, ახალ ინიციატივებზე უფრო მეტი ფული იხარჯება, ვიდრე 12 წლის განმავლობაში უნდა დახარჯულიყო საგანმანათლებლო რეფორმაზე მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში.

„ამ პროგრამის ვებ–გვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოში ათასი მასწავლებელი ჩამოვა, პრეზიდენტი კი 10 ათას პედაგოგზე საუბრობს. ეს პროგრამა არც რაიმე საგანმანათლებლო პროდუქტს შექმნის და არც მასწავლებელთა კლასიფიკაციას აამაღლებს. 650 ათას ქართველ მოსწავლეს ათასი მასწავლებელი ასწავლის ინგლისურს? ამასთან, ამ ადამიანების უმრავლესობა პედაგოგი არ არის. განა ჩვენს მასწავლებლებს არ შეუძლიათ მოსწავლეებს უკეთესად ასწავლონ? ათასი პედაგოგის ანაზღაურება წელიწადში 6 მილიონ ლარს მიაღწევს. გარდა ამისა, მათ საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ბიუჯეტი მგზავრობისა და დასვენების თანხებსაც უნაზღაურებს,“ – აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group