მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

პროფკავშირების მდუმარე აქცია სანთლებით

ავტორი ანი წიკლაური, ნეტგაზეთი

03/09/2010 12:32 (522 დღე 19:01 minutes ago)

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პარლამენტს წინ მდუმარე აქცია გამართა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

აქციაზე დანთებული სანთლებით პროფკავშირებმა პატივი მიაგეს ტყიბულის მაღაროში დაღუპულ მუშებს და გააპროტესტეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ უსაფრთხოებას.

ამ კვირას აფეთქების შედეგად, ტყიბულის მაღაროში  ოთხი მუშა დაიღუპა.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ტყიბულის მაღაროში მარტშიც დაიღუპა 4 მუშა. პროფკავშირების დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად, ტრაგედიის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების არარსებობა დასახელდა. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ახლანდელი აფეთქებაც უსაფრთხოების ნორმების იგნორირების შედეგია.

როგორც გაერთიანებული პროფკავშირების წევრები აცხადებენ,  ტყიბულის მაღაროში მუშებს შესაბამისი ხელსაწყოების, განათების და სპეცტანსაცმლის გარეშე უწევთ მუშაობა, რაც მათი სიცოცხლისათვის სახიფათოა.

გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ეთერ მათურელი ამბობს, რომ შესაძლოა პროფკავშირებმა ,,საქართველოს საინვესტიციო ჯგუფს” უჩივლოს, თუ ისინი დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაციას არ მისცემენ.

ტყიბულის მაღაროები ,,საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში” შემავალი კომპანიის, შპს ,,საქნახშირის” საკუთრებაა.

კანონმდებლობაში შრომით ურთიერთობებში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მუშაობს პროექტზე, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტში შეიტანენ განსახილველად. ამის შესახებ ნეტგაზეთს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა საპროტესტო აქციაზე  განუცხადა.

 

netgazeti.ge

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group